კულტურის კვლავ აღორძინება. ეს აღორძინება დაიწყო XIV ს. ეეროპის მოწინავე ქვეყნებში. რ. დიდი საზოგადოებრივ პოლიტიკური და კულტურული მოვლენა იყო კაცობრიობის ისტორიაში, რითაც გამოიხატა საზოგადოების შეგნებული ინტერესი ბერძნული და რომაული კულტურისადმი, დიდი წარსული დღევანდელობის განახლების სასურველ ფაქტორად იქნა მიჩნეული. რ. შედეგი იყო ადამიანის პიროვნული თავისუფლების, ბედნიერებისა და სიყვარულის ქადაგება, ჰუმანიზმის, როგორც მოძღვრების ჩამოყალიბება. რ. გამოვლინდა საზოგადოების ცნობიერების ყველა სფეროში, მაგრამ ყველაზე მკაფიოდ გამოჩნდა ხელოვნებაში, განსაკუთრებით კი ლიტერატურაში, არქიტექტურაში, მხატვრობასა და სხვა. ამ ეპოქას დაუკავშირდა აგრეთვე დიდი აღმოჩენები მეცნიერებაში. ქართულმა რ.– მა საუკუნეებით გაუსწრო ევროპულ რ.-სს, XI-XII ს.ს. საქართველო დაწინაურდა კულტურის სფეროში, საზოგადოებრივი ცხოვრებისა და ცნობიერების ყველა უბანში. ქართული რ.-ის განუმეორებელი ძეგლები ამშვენებეს საკაცობრიო ხელოვნებასა და ლიტერატურას. განსაკუთრებით მწერლობა, ხუროთმოძღვრება, მხატვრობა, ოქრომჭედლობა. რ.-ი-სა და ჰუმანიზმის უკვდავი ძეგლია „ვეფხისტყაოსანი“. ხელოსნების ამოსავალი პრინციპი იყო სულიერი და მატერიალური საწყისის თანასწორუფლებიანობის აღიარება ადამიანში
- „კ. გამსახურდია იტალიაში ორგზის მოგზაურობისას საგანგებოდ დააინტერესა დანტემ და იტალიური რენესანსის პრობლემებმა.“
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3