კაპიტალისტურ საზოგადოებაში გაბატონებული კლასი, რომლის ხელშიც არის სამუშაო იარაღი და საწარმოო საშუალებანი და რომელიც იყენებს დაქირავებულ შრომას. „მას შემდეგ. რაც საზოგადოებრივი ცხოვრების ასპარეზზე ბურჟუაზია იკიდებს ფეხს, ლიტერატურაში თავს იჩენს ახალი მიმართულება სენტიმენტალიზმი.“ (სასკ. სახ.-ლო).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3