რა რე რვ რი რო რუ რჩ
რეა რებ რეგ რედ რევ რეზ რეკ რელ რემ რენ რეპ რეჟ რეს რეტ რეფ რექ რეჩ რეც

რეფრენი

ერთი და იმავე სიტყვების ან მთელი სალექსო სტრიქონის გამეორება ყოველი სტროფის ბოლოს. შეწყობა-შეთანხმება სალექსო სტრიქონის, რომელიც ერთნაირი ფორმით მეორდება სასიმღერო ხანის ბოლოს. რ. როგორც ესთეტიკურ, ისე შემეცნებით გავლენას ახდენს მკითხველზე, იგი დიდი რიტმული და მუსიკალური ელემენტია. ალ. ჭავჭავაძის ლექსში „ვაჰ, სოფელსა ამას“ რ-ა „მდაბალთ ჩაგვრით, მტაცებლობით და ხვეჭით“.
 
გ. ტაბიძის ლექსში „ქებათა ქება ნიკორწმინდას“ – „სვეტი ნიკორწმინდა, ძეგლი ნიკორწმინდა, გშვენის – ნიკორწმინდა.“ ა. კალანდაძის ლექსში „საქართველოო ლამაზო... რეფრენი შეინიშნება რიტმული პროზის დროსაც. მაგ. კ. გამსასურდიას „დიდოსტატის მარჯვენაში“: „ვაჟკაცურად ებრძოდა წიწამურის ველზე მამალი ხოხობი ღამეს.“
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9