(1818-1883) (ქსე.) ინგლისელი მწერალი. სახელი გაითქვა სათავგადასავლო რომანებით. ამ რომანთაგან მნიშვნელოვანია „კვარტერონი ქალი, „თეთრი ბელადი“, „ოცეოლა, სემინოლების ბელადი“. რ-მა შექმნა ავანტიურისტულ-დეტექტიური ჟანრის კლასიკური ნაწარმოები „უთავო მხედარი“, „რიონისპირა პეიზაჟი ჩემს გონებაში აცოცხლებდა მაინ რიდისა და ალექსანდრე დიუმას რომანების გმირებს.“(ტ. ტაბ. – ავტობიოგრაფია).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3