ერთი და იმავე ან მსგავსი ბგერების კანონზომიერი გამეორება, ბგერათა შეწყობა-შეთანხმება სალექსო სტრიქონში. რ. შეიძლება იყოს როგორც სალექსო სტრიქონის ბოლოს, ასევე დასაწყისსა ან შუაში: ა)კიდური ან გარეგანი (თავრითმა და ბოლორითმა) და ბ) შუარითმა. რ. პოეტურ მეტყველებაში ქმნის რიტმულობას კეთილხმოვანებას, მუსიკალობას საერთოდ. იგი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ქართულ ლექსთწყობაში, სადაც არა მარტო რიტმული, არამედ კომპოზიციური და დიდი მუსიკალური მნიშვნელობის კომპონენტია. ქართულ ლექსთმეტყველებას არ უყვარს ურითმობა, ამიტომაც იშვიათია ურითმო ლექსი, როგორც მხატვრულ ლიტერატურაში, აგრეთვე ხალხურ პოეზიაში. ქართული ლექსი სილაბურ-ტონურია. რითმა ადგილმდებარეობის მიხედვით: ა)გარეგანი როცა სიტყვები გარითმულია ტაეპის დასაწყისს ან დასასრულს. ბ) შინაგანი, როცა სიტყვები ტაეპის შიგნითაა გარითმული. გ) შინაგან-გარეგანი დ) პანტორითმა, როცა ტაეპში გარითმულია ყველა სიტყვა;
რითმა შეთანხმებულ მარცვალთა რაოდენობის მიხედვით ა) ერთმარცვლიანი ვაჟური რითმა ბ) ორმარცვლიანი ქალური რითმა. გ) სამმარცვლიანი – დაქტილური, დ) სამ მარცვალზე მეტი–ზედაქტილური. ცნებები ვაჟური, ქალური ფრანგული წარმოშობისაა ძველ ფრანგულში ეს რითმები დაემთხვა მდედრობითი და მამრობითი სქესს გარითმულ სიტყვებს ახლა მხოლოდ ტერმინი შემორჩა პოეტიკას.
რითმა ტაეპთა შეწყობის მიხედვით სტროფში: ა) მოსაზღვრე ანუ პარალელური რითმა – მომდევნო ტაეპებია ა)გარითმული. ბ) ჯვარედინი. გ) რკალური. დ) შერეული
თინხმიანობის მიხედვით ა) ზუსტი. ბ) არაზუსტი. ჯერადობის მიხედვით: ა) ორჯერადი, ბ) საზჯერადი გ) ოთხჯერადი, დ) მონორითმს;
გარითმულ სიტყვათა მნიშვნელობის მიხედვით: ა) მაჯამური (ომონიმური) ბ) ტავტოლოგიური;
რითმას, რომელიც განსაზღერულ წესს არ ემორჩილება, ნებისმიერი ეწოდება;
მსგავს ბგერათა რაოდენობის მიხედვით:ა) მდიდარი - თუ ბევრია თანახმიანი ბგერა, ბ) ღარიბი
- მიახლოებითი რითმებია „რითმისაგან ლექსი დავწან, რითმით ლექსი გამოვჩარხე“ (ი. გრიშ.)
- ჩვენი საუბარი თანამედროვე პოეზიას გადასწვდა. სიტყვა გლადიატორივით კვდება სცენაზე. პოეზიაში სიტყვა რითმების აკრობატიკამ დაჩრდილა“ („დიონისოს ლიმილი“ კ. გამს.)
რითმას, რომელიც განსაზღვრულ წესს არ ემორჩილება, ნებისმიერი ეწოდება;
მსგავს ბგერათა რაოდენობის მიხედვით:ა) მდიდარი - თუ ბევრია თანახმიანი ბგერა, ბ) ღარიბი
- მიახლოებითი რითმებია - „რითმისაგან ლექსი დავწან, რითმით ლექსი გამოვჩარხე“ (ი. გრიშ.)
- ჩვენი საუბარი თანამედროვე პოეზიას გადასწვდა.
- სიტყვა გლადიატორივით კვდება სცენაზე.
- პოეზიაში სიტყვა რითმების „ჩვენი აკრობატიკამ დაჩრდილა“ („დიონისოს ლიმილი“ კ. გამს.)
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3