რა რე რვ რი რო რუ რჩ
რიდ რით რიკ რის რიტ რიქ

რიტმი

თამაზომიერი ერთეულების კანონზომიერი გამეორება. პერიოდულად რიტმულად ცემს გული, საათის მექანიზმი, რიტმულია სამხედრო მარშირება, ფეხის შეწყობა, თანაწყობა, მოძრაობა ცეკვის დროს, სიმღრები რიტმულია შრომის პროცესი. რიტმულია პოეტური მეტყველება, მუსიკა. რიტმი პოეზიაში არის თანაზომიერი სამეტყველო ერთგულების კანონზომიერი პერიოდული გამეორება. ეს გამეორება ვლინდება ბგერების, რითმების, მუხლების, პაუზების ტაეპების, სტროფებისა და ცალკეული პოეტური ერთეულებისა და კომპონენტების გამეორებით. (ლიტ. თეორ.)
 
მაგ. „იყო არაბეთს როსტევან, მეფე ღმრთისაგან სვიანი/ მაღალი, უხვი,მდაბალი, ლაშქარ-მრავალი, ყმიანი,/ მოსამართლე და მოწყალე, მორჭმული, განგებიანი,/თვით მეომარი უებრო, კვლა მოუბარი წყლიანი“ („ვეფხისტყაოსანი“– შ. რუსთ.).მეტყველების რიტმული ერთეულები გამოიყოფა ერთმანეთისაგან რითმებად. პაუზები, ტერფები, მუხლები, ტაეპები, რითმები ცალ–ცალკე და ყველა ერთად ხელს უწყობს სიტყვათა კანონზომიერ და "მუსიკალურ შეწყობას გამეორებას ამიტომაც მათ რიტმის გამაძლიერებელ კომპონენტს უწოდებენ; რიტმულობა ქმნის მუსიკალობას, სასიამოვნო თანაზომიერებას მოსასმენად, რიტმი მონაცვლებაა აჩქარებისა და დაყოვნებისა, აწეული ტონალობისა და მოშვებულობისა, რითაც იქმნება მუსიკალური ინტონაციები. რიტმი და რითმა ლირიკული ნაწარმოების კომპოზიციურად შემკვრელია.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9