რა რე რვ რი რო რუ რჩ
რიდ რით რიკ რის რიტ რიქ

რიტმული პროზა

  1. „პროზა“ ლათინური სიტყვაა და ნიშნავს თავისუფალს, უბრალოს. იგულისხმება შეუზღუდავი მეტყველება. პროზაული ნაწარმოები თავისუფალია ლექსითი მეტყველებისათვის დამახასიათებელი შეზღუდვებისაგან. რიტმულობა მოითხოვს ბგერათა ზუსტ ორგანიზაციას, რაც დამახასიათებელია ლექსის მეტყველებისათვის. მიუხედავად ამისა გვხვდება ნაწარმოები, რომელშიც არის ერთგვარი რიტმული კანონზომიერება. პროზის რიტმულობის თვალსაზრისით საყურადღებოა ვ. ბარნოვისა და კ. გამსახურდიას შემოქმედება. რიტმული პროზის განხილვისას შეიმჩნევა, რომ თხრობაში ლექსის ნატეხია ჩავარდნილი.
     
    „ყველაფერს შენ შემოგწირავ, შენ განაცვლებ, შორენა, ჩემს გულს, სისხლს, ჩემს სუნთქვას უკანასკნელს, ოღონდ ნუ დამტოვებ მარტო.“
  2. „შენ ხარჯიხვი იყავიო, სულო. და ტურებმა როგორ შეგბედესო, შენ მთის მგელი იყავიო, მგლებს რა ხელი ჰქონდათო შენთან? შენ შევარდენი იყავიო და წუნკალმა ყორნებმა როგორ გაბედესო შენი ხელყოფა? („დიდოსტატის მარჯვენა“ – კ. გამს.).
    წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9