რა რე რვ რი რო რუ რჩ
რობ როზ როკ რომ რონ როს როტ როქ როყ როჭ

რობაქიძე გრიგოლ ტიტეს ძე

(საქ. ენც. ტ. I დაიბადა (1880 წლის 1 ნოემბერს თერჯოლის რაიონის სოფ. სვირში. მამა – ტიტე იყო ეკლესიის მედავითნე, ხოლო დედა ქეთევან ბოჭორიშვილი – დიასახლისი. გრიგოლი სწავლობდა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში. შემდეგ კი 1901 წლიდან იურიევის საიმპერატორო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე.1902-1906 წლებში გრიგოლი ტოვებს უნივერსიტეტს და სწავლას აგრძელებს გერმანიაში, ლაიფციგის უნივერსიტეტში, ფილოსოფიის ფაკულტეტზე. 1931 წლიდან საბოლოოდ მკვიდრდება გერმანიში თავის მეუღლე ლენა ფიცკინასთან ერთად. საქართველოში აღარ დაბრუნებულა პოლიტიკური მოტივებს გამო დაგარდაიცვალა ჟენევაში 1962 წლის შემოდგომაზე. გრიგოლ რობაქიძეს უკვდავება მოუპოვა ბრწყინვალე რომანებმა: „გველის პერანგი „ფალესტრა“ (ორივე ქართულ ენაზეა დაწერილი) გერმანიაში კი მწერალი გერმანულ ენაზე წერდა თავის შედევრებს.
 
„გრ. რობაქიძე იქცა ნამდვილ სიმბოლოდ ქართული ლიტერატურისა, რომელმაც კვლავ ღირსეული ადგილი დაამკვიდრა მსოფლიო ლიტერატურაში. რაბინდრანათ თაგორი პირველი სახელი იყო, რომელიც საუკუნოვანი დუმილის შემდეგ გაიჭრა ევროპაში აღმოსავლეთიდან. მახ მოჰყვა გრიგოლ რობაქიძე, რომელიც ბევრად უფრო გამოხატავდა თავდაპირველ საწყისს ვიდრე ინდოელი ნობელის პრემიის ლაურეატი.
„გრ. რობაქიძემ მოგვიტანა ჩვენ. დასავლეთ ევროპელთა ქართული მიწა, მისი სისხლი, სუნთქვა და ფერები.“ („სიბრძნის სიმფონია“ –. რუდოლფ კარმენი)
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9