მხატვრული შემოქმედების მეთოდი. (ლიტ. თეორ.) იგი წარმოიშვა XVIII ს. მიწურულსა და XIX ს. დასაწყისში, გავრცელდა არა მარტო ლიტერატურაში, არამედ ხელოვნებაში, მეცნიერებაში, რ.-ის წარმოშობას საფუძვლად დაედო: ა) ფეოდალური არისტოკრატიის სასოწარკვეთილება გოდება წარსულზე – 1789წ. ბურჟუაზიული რევოლუციის შედეგად ისტორიული დიდები“ დაკარგვის გამო; ბ) ბურჟუაზიული უკმაყოფილება რომ მან ერთბაშად ვერ დაამარცხა ფეოდალები და ვერ შეიქმნა ქვეყნის ბატონ-პატრონი; გ) წვრილი ბურჟუაზიისა და ხელოსნების წუხილი, რომ სამანქანო წარმოება ავიწროებს მას; დ) საზოგადოების დემოკრატიული ფენების იმედგაცრუება იმის გამო, რომ რევოლუციით ვერ მიიღო ის, რასაც მოელოდა. უკმაყოფილოა საზოგადოების ყველა ფენა, მაგრამ საფუძველი და მისწრაფება სხვადასხვაა. უკმაყოფილებას იწვევს დღევანდელი დღე, აწმყო,და ამ უკმაყოყილების სათავეა საფრანგეთის დიდი რევოლუცია (1789 წ.) რომლის შედეგებით მსოფლიო ლიტერატურაში დამკვიდრდა რ. არსებული ვითარებით უკმაყოფილონი სულს იბრუნებენ წარსული დიდების მოგონებით, აწმყოთი იმედგაცრუებულნი წარმტაცი ფერებით ხატავენ გარდასულ დროებას. ამიტომაც ლიტერატურაში წინა პლანზე წამოვიდა წარსულისა და შორეულის იდეალიზაციის მოტივი. ამ ნიადაგზე წარმოიშვა პასიური, კონსერვატორული რ. (შატობრიანი, ნოვალისი, ჟუკოვსკი). რ. საღამოსა და ბინდის პოეზიადაა მიჩნეული, რაც ცხოვრების არარაობაზე მიუთითებს. მწერლების მეორე ნაწილი წარსულზე საერთოდ არ ლაპარაკობს, უკმაყოფილოა თანამედროვე მდგომარეობით, აწმყოს შედეგებით, მაგრამ იმედისა და ხსნის პერსპექტივა მომავლის მოლოდინით აქვთ შეფერადებული. უკეთესი მერმისის რწმენა, მომავლის იმედი მეტად დიდ ადგილს იკავებს მათ შემოქმედებაში და ყალიბდება პროგრესული რ. (ჰიუგო, ლერმონტოვი, მიცკევიჩი, ბაირონი, ბარათაშვილი). ამრიგად, რ.- ში ჩამოყალიბდა ორი ერთმანეთის საწინააღმდეგო მიმართულება: ა) პასიური, კონსერვატიულირ. და ბ) პროგრესული, რევოლუციურირ. მართალია, რ.- ს აქვს საერთო, ზოგადი, ერთიანი ნიშანთვისებები, მაგრამ სხვადასხვა ქვეყანაში, შესაბამისად ისტორიული ვითარებისა, თავისებური ხასიათი მიიღო. მაგალითად, საქართველოში არავითარი რევოლუცია არ მომხდარა XIX ს. დასაწყ. ქართული რ. ნაციონალურ ნიადაგზე წარმოიშვა. ქართული რ. წარმოშვა ქართველი ხალხის სოციალურმა და ეროვნულმა ტკივილმა და მის განვითარებას ხელი შეუწყო დიდმა ლიტერატურულმა ტრადიციამ. მართალია, ქართველ რომანტიკოსებს არ ჩამოუყალიბებიათ რომანტიზმის თეორიული პრინციპები, მაგრამ შემოქმედების პრაქტიკით გაამდიდრეს მისი შინაარსი (ალ. ჭავჭავაძე გრ. ორბელიანი, ნ. ბარათაშვილი, ვ. ორბელიანი).რ.-ის წარმოშობას მსოფლიო ლიტერატურაში ნიადაგი მოუმზადა სანტ-იმენტალი. ს ლიტერატურული ფონი იყო რომანტიკული მგრძნობელობის განვითარებისათვის. რ.-ის პოეტიკით წინა პლანზეა თავისუფალი ოცნება ფანტასტიკა, მგრძნობელობის პრიმატი. რომანტიკოსებმა ახალი გააზრება მისცეს ზოგიერთ ჟანრს, წინ წამოსწიეს პოემა, შექმნეს ახალი პოემა, ლირიკა და ლირიზმი, როგორც შინაგანი ტკივილების, აწეული გრძნობა-განწყობილები, მაღალი ემოციური გრძნობის გამოვლენის ფორმა.რ.-ის პოეტიკა ჩამოაყალიბა ვ. ჰიუგომ („კრომველის წინასიტყვაობა“, „პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი“, „ერნ-არი“ და ლექსთა კრებული „აღმოსავლური“) რ.-ისათვის დამახასიათე ბელია სინამდვილიდან მოწყვიტა, ინდივიდუალიზმი, გამოხატოს შემთხვევით, გამონაკლისი „შემოქმედებითი თავისუფლების აღიარება, ესთეტიკურ კანონებზე მაღლა პოეზიის დაყენება, ადამიანის სულის სიღრმეში ჩაწვდომა, ფსიქოლოგიური ნიუანსების ჩვენება. რომანტიკოსი მწერლებისათვის წუხილის დროს სულის მოსაბრუნებელი ადგილია ბუნება, სადაც არავითარი საზოგადოებრივი წინააღმდეგობა არაა, და გძნობებს. თავისუფლებისათვის სიმშვიდეა სრული. ამიტომაც მიილტვიან ისინი ბუნების წიაღისაკენ, რომანტიკოსებისათვის ბუნებისადმი ტრფიალი ნიშანდობლივი თვისებაა (ნ. ბარათაშვილი, გრ. ორბელიანი), რ. დიდი ლიტერატურული მოვლენა იყო მსოფლიო მწერლობისათვის, იგი წინ აყენებდა პიროვნების ინტერესებსა და გრძნობებს; ახასიათებდა არსებული სინამდვილისაგან განზე გადგომა, ინდივიდუალიზმი; თავის შემოქმედებაში იყენებდა ისტორიულ და ხალხურ-პოეტურ თემებს. 2. მხატვრული მეთოდი, რომელიც გამსჭვალულია ოპტიმიზმით და მიისწრაფვის ნათელი სახეებით გვიჩვენოსიმშსულება; 3. რისამე იდეალიზაცია. რ.-ის შესწავლის ისტორიამ გვიჩვენა,რომ ძირითადი ნიშნების გამოყოფის მიხედვით რ.-ის ზუსტი განმარტების ცდებმა წარუმატებლად ჩაიარა. რ.-ისადამიანის მაღალი კონცეფციისათვის ცხოვრებისადმი ინტერესის გაქრობის დაბრალება უსაფუძვლო აღმოჩნდა. პირიქით, ცხოვრების საიდუმლოების, არსისა და თვისებების გახსნისაკენ რ.-ის მისწრაფება მის არსებით თვისებად წარმოდგება. რ.- თვის სამყაროში არაფერია მყარი და უცვლელი, თვითკმარი და დასრულებული. აქ ყველაფერი მოძრაობს, იმუხტება შინაგანი დინამიზმით და განიცდება როგორც დიალექტიკური ერთიანობა.
- „ქართული რომანტიზმი გაბატონებულ მიმდინარეობად მეცხრამეტე საუკუნის დამდეგიდან გვევლინება. “ (სასკ. სახ-ლო).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3