(1570-1620) (აკ.გელ. „სიბრძნის სიმფონია“) დიდი ქართველი ეროვნული გმირი, შეუპოვარი მეომარი მოღვაწე ბუმბერაზი და ძალმოსილი ვაჟკაცი ყველა დროის ერთ-ერთი უნიჭიერესი სარდალი, რომელმაც მაშრიყ-მაღრიბის ქვეყნებში სიმამაცის სასწაულები მოახდინა. რთული ისტორიული პიროვნება, რომლის ღვაწლის გარშემო დავა დღესაც გრძელდება. ანა ანტონოვსკაიას მრავალტომიანი რომანის გარდა არაერთი მნიშვნელოვანი ნაშრომი ეძღვნა უწინ და ჩვენს დროშიც (იოსებ სააკაძე „დიდმოურავიანი“, ანტ. ფურცელაძე „გიორგი სააკაძე და მისი დრო“, ჯანსუღ ღვინჯილია „გიორგი სააკაძის პიროვნება“, გ. ჭუმბურია „გიორგი სააკაძე და სხვ.). აისახა ფოლკლორში.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3