(1845-1900) („სიბრძნის სიმფონია“ – აკ. გელოვანი) შესანიშნავი მოღვაწე, „საქართველოს სამოთხის, „საქართველოს დიდების და სხვა ისტორიულ ქმნილებათა გამომცემელი, საქართველოში დასახლებული ტვერელი მღვდლისა და ქართველი ქალის (მირზაშვილის) შვილი, ქართული სულისკვეთებით აღზრდილი, თავს ქართველად თვლიდა. მისი მეგობრები იყვნენ: მ. ბროსე, დ. ჩუბინაშვილი, ზ. ჭიქინაძე, აგროვებდა იშვიათ სიძველეებს და დიდი ზრუნვით გამოსცემდა დიდი გაჭირვებით გამოსცა მდიდრულად ილუსტრირებული უნიკალური წიგნი „საქართველოს სამოთხე, რასაც დიმ. „ჯანაშვილი „ქართლის ცხოვრების“ გვერდით აყენებდა.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3