გა გგ გე გვ გზ გი გლ გმ გნ გო გრ გუ
გაბ გაე გავ გაზ გათ გაი გაკ გალ გამ გან გაპ გარ გატ გაუ გაფ გაც გაწ

გაბრიელ ეპისკოპოსი

(ქსე) გერასიმე მაქსიმეს ძე (ერისკაცობაში ქიქოძე) იმერეთის ეპისკოპოსი 1860-1896 წლებში. მოაზროვნე, პედაგოგი, ფსიქოლოგი. საზოგადო მოღვაწე. 1839 დაამთავრა თბილისის სასულიერო სასწავლებელი, შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1842 დან სწავლობდა ქ. ფსკოვის, ხოლო 1844 დან ქ. პეტერბურგის სასულიერო სემინარიებში, რომელიც დაამთავრა 1845 წელს. 1849 წელს დაამთავრა პეტერბურგის სასულიერო აკადემია. 1845-1858 წწ. მსახურობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში ინსპექტორად და რექტორის თანაშემწედ. ასწავლიდა ფიზიკასა და მათემატიკას; პარალელურად მუშაობდა თბილისის კეთილ ბილ ქალთა ინსტიტუტში საღვთო სჯულის მასწავლებლად. 1851 წელს მიენიჭა მაგისტრის ხარისხი. 1856 წელს ოჯახური ტრაგედიის (მოკლე დროში გარდაეცვალა მეუღლე და ხუთი შვილი) გამო მღვდელმონაზვნად ეკურთხა 1850 წელს დაინიშნა დავით გარეჯის არქიმანდრიტად, შემდეგ კი (1850-1860 წ. წ.) — გორის ეპისკოპოსად. გ. ე. იყო „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ დამფუძნებელი და საპატიო წევრი. საკუთარი სახსრებით გახსნა რამდენიმე სახელმწიფო სკოლა. მისი ინიციატივით ქუთაისში დააარსეს ქალთა ეპარქიული სასწავლებელი და სასულიერო სემინარია. 1850 წელს პეტერბურგში გამოქვეყნდა ბ. ე.ს ნაშრომი „ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები“ (რუსულ ენაზე), რომელიც რუსეთის სემინარიებში დიდხანს სასწავლო სახელმძღვანელოდ იხმარებოდა. ნ. დობროლიუბოვმა სპეციალური რეცენზიაც გამოაქვეყნა ჟურნალ „სოვრემენნიკში“ (1859 წ.), სადაც გაბრიელის ნაშრომს ფსიქოლოგიის სხვა სახელმძღვანელოთა შორის უპირატესობა მისცა. ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ძირითადი საკითხების გადაწყვეტაში გაბრიელი იდგა იდეალიზმის პოზიციებზე, მის ნააზრევში მატერიალიზმის ელემენტებიც შეიმჩნეოდა. ცნობილია გაბრიელის ზეპირად წარმოთქმული სიტყვები და ქადაგებანი, გამოცემული ქართულ (1865 წ. ტ. 1-2; 1884-1905 წწ.), რუსულ (1893 წ.) და ინგლისურ (1867 წ.) ენებზე. გ. ე. იყო ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აქტიური მონაწილე ებრძოდა ცარიზმის რუსიფიკატორულ პოლიტიკას განათლების დარგში, წინ აღუდგა იანოვსკილევიცკის მუნჯური მეთოდით სწავლებას, რომლის მიზანი იყო ქართული ენის სრული განდევნა სკოლებიდან. 1822 გაილაშქრა მუხრან ბატონის (მუხრანსკი) წინააღმდეგ, რომელიც ამტკიცებდა დიდი ერის მიერ პატარა ერების და მათი ენის გაქრობა ასიმილაციის გარდუვალობას. გაბრიელი მოითხოვდა ბატონყმობის გაუქმებას. იგი დასაფლავებულია გელათის ღვთისმშობლის ეკლესიაში. „ქართული ეკლესიის მოღვაწეთა შორის დაუვიწყარია სახელი გაბრიელ იმერეთის ეპისკოპოსისა“ (ნ. გრიგ. ტ. I).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9