სა სე სვ სთ სი სკ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სძ სხ სჯ
საა საბ საგ სად საზ სათ საი საკ სალ სამ სან საო საპ საჟ სარ სას სატ საუ საფ საქ საღ საყ საჩ საც საძ საწ საჭ სახ საჯ

საიათნოვა

(ფსევდ. სეედნოვა –ჰანგის უფალი, პატრონი) (1712-1801) –(ქსე) სომეხი პოეტი, აშუღი. ცხოვრობდა საქართველოში. მამა ალეპოელი მნათე იყო დედა – თბილისელი, ავლაბრელი სომეხი. (ხელმოკლეობის გამო განათლება ევერ მიილო. ლექსებს თხზავდა ქართულ, სომხურ, აზერბაიჯანულ ენებზე. ლექსებს წერდა ქართული ასოებით. ქართულს მშობლიურ ენად თვლიდა, ხოლო თბილისს–სამშობლოდ. ხელოსანი იყო, თუმცა ძირითად პროფესიად აშუღობა მიაჩნდა. ჯერ თბილისში მოღვაწეობდა, შემდეგ თელავში. 1762 -1765 წლებში კარის საზანდარი იყო. 1765 წ. ერეკლე II-მ სასახლიდან დაითხოვა. გაძევების მიზეზი უცნობია საიათნოვა მწვავედ განიცდიდა გაძევებას, სამართალს ითხოვდა. 1768 წელს ბერად შედგა ასპატ-ში, დრო და დრო თბილისს უბრუნდებოდა ლეგენდის თანახმად დაიღუპა 1795 წ. სექტემბერში „ აღა-მახმად-ხანის მიერ თბილისის აოხრების დროს.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9