ამ სახელით ცნობილია ქართლის 4 კათალიკოსი: კათალიკოსი V ს.-ის 70-80-იან წლებში წარმოშობით ბერძენი, ვახტანგ გორგასალმა მოიწვია ბიზანტიიდან პეტრესთან და სხვა ეპისკოპოსებთან ერთად. ჯერ ქართლის ეპისკოპოსი იყო, შემდეგ – კათალიკოსი. ქართლში მოწვევამდე, ბიზანტიასა და საქართველოს შორის საომარი კონფლიქტის დროს, სამოელისა და პეტრეს დიპლომატიური მისიის შედეგად კონსტანტინოპოლში მიღწეულ იქნა მხარეთა დაზავება სამოელი პირადად იცნობდა შუშანიკს და თანაუგრძნობდა მას.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3