სა სე სვ სთ სი სკ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სძ სხ სჯ
საა საბ საგ სად საზ სათ საი საკ სალ სამ სან საო საპ საჟ სარ სას სატ საუ საფ საქ საღ საყ საჩ საც საძ საწ საჭ სახ საჯ

სამღვდელოება

(ბიბლ.) რელიგიური კულტის მსახურთა განსაკუთრებული ჯგუფი, შუამავალი ღმერთსა და ადამიანებს შორის. იცავს სარწმუნოებას, განმარტავს დოგმებს, ქადაგებს სათნოებას, მშვიდობას, მოყვასის სიყვარულს. ასრულებს საიდუმლოებათა მაგიურ სამსახურს (ნათლობა, ქორწინება, ზიარება და სხვ.) მართლმადიდებლური ეკლესია არჩევს თეთრ და შავ ს.– ს. შავი ს. – ბერები ამიერ სოფლით განდგომილან, სავანეებში დაყუდებულან და სავსებით მიუძღვნიათ თავი ღმერთისათვის; თეთრი ს, ასე არ ამძიმებს თავის თავს. ჩვეულებრივ აქვს ქორწინების, ოჯახის მოკიდების, ნადიმობის ნადირობის უფლება და ა. შ. დადგენილია მკაცრი იერარქიული კიბე ზემო თუ ქვემო საფეხურებზე მდგომი განათლებისა და დამსახურების მიხედვით. განირჩევიან სამღვდელოსი და ყოვლად სამღვდელონი.
 
„გიორგი მერჩულე აშუქებს ისეთ ქვეთემებს როგორიცაა: მღედელმონაზონთა და ერისკაცთა ურთიერთდამოკიდებულება, თვით სასულიერო წოდებაში და ე. წ. თეთრი (სამრევლო) და შავი (მეუდაბნოე) სამღვდელოების ცხოვრების წესებს გრიგოლ ხანძთელი იყო შავი სამღვდელოების.
მეუდაბნოე ბერმონაზვნობის მოტრფიალე“ (სასკ. სახ-ლო).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9