სა სე სვ სთ სი სკ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სძ სხ სჯ
საა საბ საგ სად საზ სათ საი საკ სალ სამ სან საო საპ საჟ სარ სას სატ საუ საფ საქ საღ საყ საჩ საც საძ საწ საჭ სახ საჯ

სანდი ჟორჟ

(ნამდვილი ·სახელი და გვარი – ავრორა დიუპენი. ქმრის გვარი დიუდევანი) (1804-1876) ფრანგი მწერალი ქალი. 1831 წ. თავის მეგობარ ჟ. სანდისთან ერთად გამოაქვეყნა რომანი „როზი და ბლანში“. სახელი გაუთქვა პირველივე დამოუკიდებელმა რომანმა „ინდიანა“ (1832 წ. ქართ. თარგ. 1949 წ.); ამ წიგნში, ისევე როგორც მომდევნო რომანებში „ვალენტინი“ (1832 წ.) „ლელია“ (1833 წ.), „ჟაკი“ (1834 წ. და სხვა, დასმული პრობლემები არ სცილდება ოჯახური კონფლიქტების და ინდივ ამბოხი ს ჩარჩოებს. 30-იან წლებში ს. დაუახლოვდა მემარცხენე რესპუბლიკელებს .გაეცნო უტოპიური სოციალიზმის იდეებს, მოგვიანებით ს. წერდა ინტიმური ხასიათის რომანებს მას ეკუთვნის მრავალი რომანი, მოთხრობა, წერილი (რომანი „მოპრა“ – 1037 წ. დილოგია „კონსუელო“ 1942-1943 გრაფინია რუდოლშმტადტი“ – 1947 წ. და სხვა) და მემუარები – „ჩემი ცხოვრების ამბავი“ (1855 წ.) და სხვა .ს.-ის შემოქმედებას საქართველოში XIX ს.-დან იცნობენ. 1886 წ. დ. ყიფიანმა გამოაქვეყნა „გრიბულ ზღაპრული მოთხრობა ჟორჟ სანდისა“, 1884 წ. „ივერიი“ ფურცლებზე იბეჭდებოდა მისი „ლელია“, რომელიც თარგმნა .,ერისთავმა; ა. გარსევანიშვილმა დაწერა სტატია „საფრანგეთის მწერალი ქალი ჟორჟ სანდი.“
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9