(1848-1911) (ქსე) ქართული კონიაკის წარმოების ფუძემდებელი, საზ. მოღვაწე, ქიმ. და ფილოს. მეცნ. დოქტორი. 1868 წ. დაამთავრა თბილისის გიმნაზია, შემდეგ სწავლა გააგრძელა პეტერბურგის უნ-ის საბუნებისმეტყველო ფაკ-ზე. ერთი წელი სწავლოდა მიუნხენის უნ-ტში, რომელიც 1871 წ. დაამთავრა და მიიღო ქიმ. და ფილოს. დოქტორის ხარისხი. 1872-1878 წ. წ. ჰოენჰაიმისა და პალეს უნივ-ში სწავლობდა სას.სამ. მეცნიერებას. 1898 წ. გაემგზავრა საფრანგეთში მევენახეობისა და მეღვინეობის თეორიული და პრაქტიკული საფუძვ. შესასწავლად. საფრანგეთში ყოფნისას ს. დაინტერესდა კონიაკის წარმოებით. აქ შეძენილმა ცოდნამ და პრაქტიკულმა გამოცდილებამ იგი იმ დასკვნამდე მიიყვანა,რომ საქართველოს ნიადაგურ-კლიმატური გარემო და ვაზის მრავალი ჯიში კარგ პირობას„ ქმნის კონიაკ-ის წარმოებისათვის; 1885 წ. ს-მა თბილისში შექმნა ს.-ის კონიაკის ქარხანა,რომელიც მუშაობდა სამამულო ნედლეულის ბაზაზე. იმავე წელს მისივე ინიციატივით მწყობრში ჩადგა არყის,ლიქიორისა და კონიაკის ქარხნები. აგრეთვე მრავალი საწყობი თბილისში, მოსკოგში, პეტერბურგსა და სხვა ქალაქებში. ს-ის ქარხნის ბაზაზე შეიქმნა თბილისის კონიაკის ქარხანა. ს-ის სახელი დაკავშირებულია „ქართველი გლეხობის აღმდგენელი კომიტეტის“, სამუსიკო სასწავლებლის, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების და სხვა ეროვნ. წამოწყების ჩამოყალიბებასა და შექმნასთან. „
- უანგარო ქართველ მოღვაწეთა შორის უნდა გვასხოვდეს სახელი ისეთი დიდ იმეცენატისა და ქველმოქმედისა, როგორიც იყო დავით სარაჯიშვილი“ (ნ. გრიგ. ტ. 1).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3