სა სე სვ სთ სი სკ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სძ სხ სჯ
საა საბ საგ სად საზ სათ საი საკ სალ სამ სან საო საპ საჟ სარ სას სატ საუ საფ საქ საღ საყ საჩ საც საძ საწ საჭ სახ საჯ

სარკაზმი

ბერძნ.
მხატვრული ასახვის პროცესში კერძო პირისან ცხოვრების მანკიერი მხარეების, უარყოფითი საზ-ვი მოვლენების მწარე ღვარძლიანი დაცინვა მას გესლის,ზიზღის გამომხატველ ირონიასაც უწოდებენ. ს. დაუნდობლად ააშკარავებს სიმახინჯესა და გულქვაობას, ბოროტებასა და ფარისევლობას, ამორალიზმს და მიზანთროპიას, აქაც, ისევე როგორც ყოველ კომიკურ ნაწარმოებში, კრიტიკა გამოიხატება სიცილის საშუალებით, რომელიც წარმოსახულ მოვლენას აფასებს დადებითი პოზიციიდან. ს-ის კომიკური ფერები ძალზე მკაცრია, სჭარბობს აღშფოთების და გულისწყრომის ტონი ს. ფართოდ არის გავრცელებული როგორც მხატვრულ ლიტ-ში ისე საორატორო ხელოვნებაშიც. ს-ს მიმართაგდნენ ციცერონი, ვერგილიუსი, ა. პუშკინი, კ. რილეევი, ნ.ნეკრასოვი, ილ. ჭავჭავაძე და სხვა.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9