გა გგ გე გვ გზ გი გლ გმ გნ გო გრ გუ
გაბ გაე გავ გაზ გათ გაი გაკ გალ გამ გან გაპ გარ გატ გაუ გაფ გაც გაწ

გაიოზ რექტორი

(1748-1821) (ქსე) ქართველი მეცნიერი, ლიტერატორი, პედაგოგი, მთარგმნელი, დიპლომატი. მკვლევართა აზრით, გ. რ. გვარად ბარათაშვილი, ან ბარათაშვილ- თაყაიშვილი იყო. დაამთავრა თბილისის სემინარია. მონაწილეობდა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობათა დიპლომატიურ საქმი-ანობაში. 1870 წ. დაამთავრა მოსკოვის სლავურ-ბერძნულ-ლათინური აკადემია და დაბრუნდა საქართველოში. ხელძღვანელობდა სასულიერო სემინარიას. 1782 წ. მისი ინიციატივით გაიხსნა თელავის სემინარია, რომლის რექტორიც იყო ერეკლე II ის პოლიტიკის მიმდევარი, რუსეთის მეფის კარზე საქართველოს ინტერესებს იცავდა. 1799-1808 წ.წ. სარატოვისა და პენზის ეპარქიების ეპისკოპოსია, 1800 წლიდან გარდაცვალებამდე ასტრახანის მთავარეპისკოპოსი. იგი არის ავტორი სამასზე მეტი ნათარგმნი და ორიგინალური ნაშრომისა. აღსანიშნავია ანტონ I ის „წყობილსიტყვაობის“ წინათქმა (იამბიკოდ) და „ღვთისმეტყველების“ საძიებელი. გ. რ-ის „ღრამატიკა“ წარმოადგენს ქართული ენის გრამატიკის პირველ ნაბეჭდ სახელმძღვანელოს ქართულ ენაზე. იგი ძირითადად ანტონ I-ის „ქართულ ღრამატიკას“ მისდევს, მაგრამ მისგან მაინც განსხვავდება გ. რ-ის ორიგინალური ნაშრომი „საქართველოს ისტორია“ და მისი შესანიშნავი გამოსვლები თბილისსა და თელავში ორატორული მჭევრმეტყველების ნიმუშად არის მიჩნეული.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9