ლათ. სიტყვა სიტყვით – ნარევი მხატვრული ასახვის პროცესში გამოაშკარავება და მკაცრი გაკიცხვა იმისა რაც ეწინააღმდეგება საზოგადოების სოც, მორალურ და ესთეტიკურ იდეალებს. ს. უარყოფს ყოველგვარ დრომოჭმულ, წარმავალ, მანკიერ მოვლენას და სიცილის საშუალებით გვიჩვენებს მათ შინაგან სიცარიელესა და ცხოვრების განვითარების ძირითად ტენდენციებთან შეუსაბამობას. სატირული ნაწარმოები უდიდეს საზ.მოვლენად იქცევა მისი სცენაზე დადგმის შემდეგ. ამ მხრივ აღსანიშნავია არისტოფანეს, მოლიერის, ბომარშეს, ა. სუხოვო-კობელინის, გ. მაიაკოვსკის, ჰ, კაკაბაძის კომედიების დადგმები.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3