სა სე სვ სთ სი სკ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სძ სხ სჯ
საა საბ საგ სად საზ სათ საი საკ სალ სამ სან საო საპ საჟ სარ სას სატ საუ საფ საქ საღ საყ საჩ საც საძ საწ საჭ სახ საჯ

საფიხვნო

კუთხ. ხევსურული
საფიხვნო (ხევსურეთი). საანჯმნო (თუშეთი) ერობა(ხევი), სანახშო (რაჭა) – მამაკაცთა თავშესაყრელად განკუთვნილ ნაგებობა ან ადგილი. საფიხვნოში მყოფთ ფეხონი ერქვა, ხოლო ერთად სხდომასა და ბაასს – ფეხნობა საფიხვნოს ნაგებობა ხევსურეთში მხოლოდ შატილშია შემონახული. ეს არის ღია შენობა, თითქმის ყველა სოფელში იყო და მის ძირითად დანიშნულებას შეადგენდა მეზობლების შეხვედრა, სჯა-ბაასი, დასვენება-გართობა. აქ ზელდნენ ტყავს, გრეხდნენ თოკს, ამოასხამდნენ ქალამნებს, თლიდნენ თითისტარებს და ა. შ. საფიხვნოში საუბარი იყო საგმირო საქმეებზე მტერ-მოყვარეზე, ქცევის ნორმებზე, წეს-ჩვეულებებზე, აგვარებდნენ პატარ-პატარა სასოფლო საქმეებს (სათიბში გასვლის ვადების განსაზღვრა, მწყემსობის რიგის დადგენა,დაზიანებული ხიდის შეკეთება და სხვა), უფრო მნიშვნელოვანი საქმეები წყდებოდა საგანგებოდ დადგენილ სოფლის საყრილობო ადგილებში, ს-ისფუნქცია და ორგანიზაცია სხვებისაგან განხსვავდებოდა.
 
„ალუდა ქეთელაური კაცია დავლათიანი, საფიხვნოს თავში დაჯდების ხიტყვა მაუდის გზიანი.“ („ალუდა ქეთელაური“ – ვაჟა).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9