სა სე სვ სთ სი სკ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სძ სხ სჯ
საა საბ საგ სად საზ სათ საი საკ სალ სამ სან საო საპ საჟ სარ სას სატ საუ საფ საქ საღ საყ საჩ საც საძ საწ საჭ სახ საჯ

საქართველო

ქვეყანა (ტერიტორია) და სახელმწიფო, რომელიცძირითადად ქართველებით არის დასახლებული. თავდაპირველად (X ს.) ტერმინი „ს.“ ეთნოგრაფიულ-კულტურული ცნება იყო და გულისხმობდა ქართ-ის ტომისა და ქართლის კულტურული ეგიდით ყველა ქართველური და ზოგიერთი არაქართველური ტომის კულტურულ ერთობლიობას. ისტ. განვითარების შემდგომ ეტაპზე ტერმინმა უფრო ფართო კულტ.-პოლიტ. შინაარსი შეიძინა და გამოხატავდა როგორც ქართველურ, ისე არაქართველურ ტომთა ეთნ.-კულტ.-რელიგ.-სოც.-ეკ-ონ.-პოლიტ. ერთობლიობას, რ-ის საბოლოო ფორმა – ერთიანი სახელმწიფო XI ს. დასაწყ. ჩამოყალიბდა. XII-XIV ს. ს. საქართველოდ იწოდებოდა უკვე მთლიანი ქრისტ. და ნაწილობრივ მუსლ. კავკასია. XV ს.სახელმწიფოს ცალკე სამეფო-სამთავრობო დაშლის შემდეგ ტერმ. ,,ს.“ დაკარგა პოლიტ. შინაარსი. უცხოელთათვის ტერმ. „ს.“ (რუს. „გრუზია“, სომხ. „ვრასტან“, სპარს.-თურქ. „გურჯისტას,, გერმ. „გეორგიენ“ და სხვა) უფრო მეტად ეთნ.-გეოგრ. ცნებაა, თუმცა სპარსელები მეტწილად ქვეყნის აღმ. მხარეს ქართლსა და კახეთს გულისხმობდნენ“ ხოლო ოსმალები იმერეთს, გურიას, სამეგრელოს. 1801 წ. ქართლ-კახეთის სამეჟოს მომდევნო ხანებში კი, სხვა ქართ. პოლიტ. ერთეულთა რუსეთის იმპერიასთან შეერთების შემდეგ ს. ეთნ.-გეოგრ.-კულტ.ცნება გახდა; ადმ.-ტერიტორიად (პოლიტიკური შინაარსით) იგი 2 გუბერნიას (თბილისისა და ქუთაისის) და 2 ოლქს მოიცავდა მენშევიკების ბატონობის წლებში (ოფიციალურად 1918 წ. 26 მაისიდან) „ს-ს პოლიტიკური შინაარსი ჰქონდა – იგი ფორმალურად დამოუკიდებელი რესპუბლიკა იყო. 1921 წ. 25 თებერვლიდან საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა გახდა, ხოლო 1990 წლის 31 მარტის რეფერენდუმით საქართველოს რესპუბლიკა.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9