ქართული საზოგადოებრივ-ლიტერატურული ჟურნალი, „თერგდალეულების“ ორგანო; გამოდიოდა 1863 წ. თბილისში. გამოვიდა 12 ნომერი. რედ.-გამომც. ი.ჭავჭავაძე. ჟურნალი ემსახურებოდა ქართველი სამოციანელების პოლიტ., ლიტ.-ესთეტ. იდეათა გავრცელებას; იბრძოდა საზ. ცხოვრების ძირეულად გარდაქმნისათვის, ამხილებდა ბატონყმური წყობილების ჩამორჩენილობას. მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობდა ეროვნ. განმანათ.. მოძრაობას („ს. მ“ მიზანი და დანიშნულება ჩამოყალიბებულია ილ. ჭავჭავაძის სარედაქციო წერილში „საქართველოს მოამბეზედ“). ემსახურებოდა ქართველი ერის მთლიანობის აღდგენას სოც. უთანასწორობის მოსპობას შრომისა და პიროვნების თავისუფლების მოპოვებას, ხელოვნებისა და ლიტერატურის დემოკრატიზაციას. ჟურნალი კატეგორიულად მოითხოვდა საზ. ცხოვრების ამოძრავებასა და განვითარებას, იბეჭდებოდა ი. ჭავჭავაძის, გ. ერისთავის, ს. აბაშიძის, გ. წერეთლის, კ. ლორთქიფანიძის, ჰ. ნაკაშიძის, კ თულაშვილის, ი.ოქრომჭედლიშვილის, დ. ყიფიანის და სხვათა ნაწარმოებები. მასალები საქართველოს ისტორიისათვის კრიტიკული და პუბლიცისტური წერილები, სტატიები ენათმეცნიერულ, ეკონომიურ„ პედაგოგიურ საკითხებზე; თარგმანები და სხვა. „ს. მ.“ მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ქართული პრესისა და ჟურნალისტიკის განვითარებაში.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3