სა სე სვ სთ სი სკ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სძ სხ სჯ
საა საბ საგ სად საზ სათ საი საკ სალ სამ სან საო საპ საჟ სარ სას სატ საუ საფ საქ საღ საყ საჩ საც საძ საწ საჭ სახ საჯ

საქართველოს სამხედრო გზა

ისტორიული სახელწოდება გზისა, რომელიც კავკასიონის მთავარ ქედზე გადადის ჯვრის უღელტეხილით (2305 მ) და ქ. თბილისს ქ. ვლადიკავკაზთან (ყოფილი ორჯონიკიძე) აკავშირებს სიგრძე 20 წ კმ. თბილისიდან მიყვება მდ. მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, სოფ. მუხათგვერდთან სიდითმდ. მტკვრის მარცხენა მხარეს გადადის, სოფ. წიწამურის შემდეგ გრძელდება მდ. არაგვის მარჯვ. მხარეს მუხრანის ვაკეზე და დაბა ჟინვალიდან შედის მდ. მთიულეთის არაგვის ვიწრო ხეობაში გაივლის დაბა ფასანაურს, სოფ. მლეთიდან იწყება ზემო მლეთის აღმართი, რომელიც ჯვრის უღელტეხილით მთავრდება უღელტეხილიდან გზა ეშვება მდ. ბიდარის ვიწრო ხეობაში, გადის სოფ. ალმასიანთან, სადაც თავს იყრის ბიდარის თრუსოსა და უხათის ხეობები, შემდეგ მიჰყვება მდ. თერგის მარჯვ. მხარეს, გაივლის სოფლებს კობს, სიონს, გარბანს და დაბა ყაზბეგს, ყაზბეგიდან გზა ხიდით გადაინაცვლებს მდ. თერგის მარცხენამხარეს. მდ. ჩხერის შესართავთან იწყება დარიალის ხეობა, აქედან გზა გველეთის ხიდით კვლავ მდ. თერგის მარჯვენა მხარეს გადადის გაივლის სოფლებს ზემო ლარსსა და ჩიმსა, შედის შედარებით ფართო ბალთის ხეობაში, რომელიც კლდოვან ქედს კვეთს. აქედან გზა ჯერ საძოვრებიან, შემდეგ ტყიან ქედს კვეთს და მთავრდება ქ. ვლადიკავკაზთან.
 
„სამხედრო გზა ულამაზესია მსოფლიოს დიდ გზათა შორის, ხოლო დარდიმანდი, ცხენთა შორის უსაჩინოესი“ („დიდოსტატის მარჯვენა“ – კ. გამს.).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9