(საგოდებელი, აკლდამა, საფლავი) ძვალთშესალაგი სარკოფაგი. საგანგებო სათავსი, უპირატესად ტაძრებისა და ეკლესიების იატაკქვეშ ან ცალკე, მათთან ახლოს, საკულტო ადგილებში კი – მიწის ქვეშ, რომელშიც კრძალავდნენ ოჯახის, გვარის წევრებს; ს.მრავალგზის და ხანგრძლივად გამოსაყენებელი ჩვეულებრივ მოზრდილი, კარიან-ტახტრევნიანი საკრძალავია, აგებული ან კლდეში გამოკვეთილი,რომლის გაღება და კვლაგ დახურვა შეიძლებოდა. ს. ჰქონდათ ძვ. ეგვიპტეში, სადაც მას ისევე როგორც მუმიებს, სფინქსები იცავდნენ. საქართველოში ს. განსაკუთრებით გავრცელდა ადრინდლელი ფეოდალური ხანიდან.თავისებური ს.-ები იყო აგრეთვე ე. წ. კრიპტონი და ოსუარიუმები.
- „პაპისეულ საძუალეში დაფლეს ჭიაბერი.“ („დიდოსტატის მარჯვენა“ – კ. გამს..)
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3