(სამრთ. ისტ.) ძვირფასეულობა, განძი და სიმდიდრის საცავი, ხაზინა ძვ. საქართველოში. ს.-ის შინაარსიდან სახელწოდების მიხედვით „ჭურჭელი" – ძვირფასი ნივთები, მოძრავი განძეულობა იგულისხმება. ს-ში ფული „ლარი და ჭურჭელი ოქროსი და ვერცხლისა, ჩინური და ქაშანური, მეფისათვის ,,შემოძღუნებული“ „თუალნი და მარგალიტნი“ ინახებოდა. ხელმწიფის კარის გარიგებაში სამეფო „სახლის საჭურჭლე“ იხსენიება. ქვეყნის მთავარი ს. სატახტო ქალაქში –ჯერ ქუთაისში, შემდეგ კი (1122 წ-დან) თბილისში იყო. ს. მეჭურელეთუხუცესს ექვემდებარებოდა.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3