სა სე სვ სთ სი სკ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სძ სხ სჯ
საა საბ საგ სად საზ სათ საი საკ სალ სამ სან საო საპ საჟ სარ სას სატ საუ საფ საქ საღ საყ საჩ საც საძ საწ საჭ სახ საჯ

სახელო

თანამდებობა ძვ.საქართველოში, მოხელის „გასაგებელი“ (საბა). „სახელო“ ხელიდან წარმოსდგება. „სახელოთა სჯანი“, ანუ მართვა-გამგეობის საქმეთა წარმართვა მეუფის საზრუნავს შეადგენდა. გაერთიანების ხანის საქართველოში ცენტრ. სამოხელეო აპარატი დარგებად იყო დაყოფილი (ვეზირები, სავაზირო). შემუშავდა სახელოთა სიმბოლოები, ნიშნები რომელთაც გადასცემდა მეფე უწყებათა მთავარ მოხელეებს (მაგ. ოქროს ლომისთავიან არგანსა და ხმალს–ამირსპასალარს, „თვალედ“ ბეჭედს „მოლარეთუხუცესს). დასტურლამალით“ განსაზღვრულია სახელოების განაწესი, მათი „წესითა შემსგავსებითა.“ გამგებლობა დიდი სახელოები მსხვილ ფეოდალებს ეჭირათ (ხშირად ერთ კაცს რამდენიმე სახელო ეკავა). მოხელის სახელო მოხელის შემოსავლის ფრიად მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენდა, მის ერთგვარ საკუთრებად იყო მიჩნეული და ზოგჯერ კიდეც იყიდებოდა. ჩვეულებრივ ს. მემკვიდრეობით გადადიოდა („ვეფხისტყაოსანში“ ტარიელ მამამის სიკვდილის შემდეგ მისი თანამდებობა დაიჭირა ამირბარობა), რასაც აჯის საფუძველზე მეფე წყალობა-ბოძების სპეციალური აქტით დაამტკიცებდა „სახელოს გაცემის“ საბუთს. მეფის სახლთუხუცესი წარმოადგენდა. დაკანონებული იყო სახელოს „სისხლი“ მოხელის დაჭრისა და მკვლელობის საგანგებო საზღაური. საფეოდალოებში სახელმწიფოსაგან განკერძოებული სახელოები არსებობდა.
 
„მეფემ ლალისთვლიანი ბეჭედი წამოიძროდა თალაგვას გაუკეთა.“ („დიდოსტატის მარჯვენა“ – კ. გამს.)
„მიწყალობეს მათ სახელო. მომცეს ჯაბადარბაშობა“ (დ. გურ.).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9