გა გგ გე გვ გზ გი გლ გმ გნ გო გრ გუ
გაბ გაე გავ გაზ გათ გაი გაკ გალ გამ გან გაპ გარ გატ გაუ გაფ გაც გაწ

გამსახურდია ზვიად კონსტანტინეს ძე

(1939-1993) — (საქ. ენც. ტ. I) საქართველოს რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი, მწერალი, მთარგმნელი, ლიტერატურათმცოდნე, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1991 წ. მიანიჭა შ. რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭომ დისერტაციის დაუცველად). მწერალ კ. გამსახურდიას შვილი. და ამთავრა თსუ დას. ევროპული ენებისა და ლიტ.ის ფაკულტეტი. ზ. გამსახურდიას სამეცნიერო ინტერესთა სფერო მოიცავს რუსთველოლოგიის, ესთეტიკის, კულტურის ისტორიის, საზღვარგარეთის ლიტ-სა და სხვა პრობლემებს. თხზულებები: „იგავები და ზღაპრები“, ლექსების კრებული „მთვარის ნიშნობა“, „საქართველოს სულიერი მისია“, „ვეფხისტყაოსნის სახისმეტყველება“ და სხვა. თარგმნაო. უაილდის, უ. უიტმენის, შ. ბოდლერისა და სხვათა ნაწარმოებები. ზ. გამსახურდია ქართული ეროვნული მოძრაობის ცნობილი მოღვაწე იყო. ხელმძღვანელობდა დისიდენტურ გამოცემებს. რამდენჯერმე იყო რეპრესირებული. მრავალპარტიულ არჩევნებში გამსახურდიას ბლოკის გამარჯვების შემდეგ 1990 წლის ნოემბრიდან იგი საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეა, ხოლო 1991 წლის მაისიდან საქართველოს პრეზიდენტი. გამსახურდიასა და უზენაესი საბჭოს უმრავლესობის საქმიანობაში მათ მიერ არჩეულმა სახელმწიფოებრივი და ეკონ. მშენებლობის კურსმა მალე გამოიწვია ოპოზიციის გააქტიურება. 1991 წლის დეკემბერში თბილისში დაიწყო შეიარაღებული კონფლიქტი ხელისუფლებასა და ოპოზიციურ ძალებს შორის. 1992 წლის იანვარში შეწყდა პრეზიდენტის ინსტიტუტისა და უზენაესი საბჭოს ფუნქციონირება.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9