სა სე სვ სთ სი სკ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სძ სხ სჯ
საა საბ საგ სად საზ სათ საი საკ სალ სამ სან საო საპ საჟ სარ სას სატ საუ საფ საქ საღ საყ საჩ საც საძ საწ საჭ სახ საჯ

სახოკია თედო ტიმოთეს ძე

(1868-1956) – (ქსე) ქართველი მწერალი,„მთარგმნელი, ეთნოგრაფი, ლექსიკოგრაფი. 1884 წ-დან სწავლობდა თბილისის სას. სემინარიაში, საიდანაც გარიცხეს მოსწავლეთა არალეგარულ წრეში მონაწილეობისათვის, 1880 წ-დან სწავლობდა ჯერ ჟენევის უნ-ში, შემდეგ პარიზის სორბონის უნ-ში. ლიტ. მოღვაწეობა დაიწყო 1888 წ. ი. ჭავჭავაძის „ივერიაში“, 1901 წ. თანამშრომლობდა რომში მ. თამარაშვილთან, 1902 წ. საფრანგეთში მყოფი ქართველების არალეგარულ გაზეთ „საქართველოს“ თანარედაქტორი იყო. აქტიურად თანამშრომლობდა საქართველოს ჟურნალ-გაზეთებში ( „დროება“, „სახალხო გაზეთი“, „ნოვოე ობოზრენიე“, „კავკაზი“), განსაკუთრებით კი „ცნობის ფურცელსა“ და „მოამბეში“, რომლებისთვისაც პარიზიდან აგზავნიდა წერილებს. 1906 წ.ციმბირში გადაასახლეს გადასახლებიდან გაიქცა, მოახერხა საზღვარგარეთ წასვლა. 1926 წ-დან საბოლოოდ დაბრუნდა თბილისში, აქტიურად იღვწოდა ლიტერატურულ და პედაგოგიურ სარბიელზე. ქართული მთარგმნელობითი ლიტერატურის მნიშვნელოვანი შენაძენია სახოკიას თარგმანები: ბოკაჩოს „დეკამერონი“, მოპასანის, ვოლტერის, ზოლას, დოდეს, ანდერსენის და სხვათა თხზულებანი. სახოკიამ შეკრიბა და გამოაქვეყნა „ქართული ანდაზები“ (1967 წ.), ,„ქართული ხატოვანი სიტყვათქმანი“ და სხვა.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9