ნაგებობა ხატში, სადაც ინახება ხატის ჭურჭელი და სხვა ნივთები. საჯარეში მარტო ხატის მსახურთ შეეძლოთ შესვლა.
- „საჯარეს დიაცსრა უნდა, არ თუ ეშინის დავისა“ („ბახტრიონი").
- „სამნი წავიდეს საჯარეს, შააღეს ბეღლის კარია.“ („გალაშქრება ლაშარის ჯვრისა“).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3