ლექსიკოლოგიის დარგი (განშტოება), რომელიც შეისწავლის სიტყვის მნიშვნელობას (საგნობრივ მიმართებას), მის აგებულებას და დროში ცვალებადობას ზოგჯერ ს. უფრო ფართოდაც ესმით, როგორც სიტყვის შინაარსეული მხარის შემსწავლელი მეცნიერება. ს. ფართო გაგებით შეისწავლის სიტყვის გრძნობითს ელფერს, სტილისტურ ღირებულებას.
- „გ. ტაბიძის „სიტყვა ნაწყვეტი“ გულისხმობს შორეულ ასოციაციებს, ახალი კუთხით წარმოაჩენს ჩვეულებრივ საგნებს, თვით ცალკეული სიტყვის თავისებურ სემანტიკურ გააზრებას“ (გ. ასათ.).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3