გა გგ გე გვ გზ გი გლ გმ გნ გო გრ გუ
გაბ გაე გავ გაზ გათ გაი გაკ გალ გამ გან გაპ გარ გატ გაუ გაფ გაც გაწ

გამსახურდია კონსტანტინე

(1891–1975) — (საქ. ენც.) მწერალი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944 წ.). დაიბადა შეძლებული აზნაურის ოჯახში. ქუთაისის ქართ. სათავადაზნაურო გიმნაზიის წარჩინებით დამთავრებისთანავე მიავლინეს პეტერბურგის უნივერსიტეტში: ამ წლებში იმოგზაურა იტალიაში. მცირე ხნით ჩამოვიდა საქართველოში და 1914 წ. კვლავ გაემგზავრა გერმანიაში, სადაც მიუნჰენის უნივერსიტეტში გერმანული ფილოსოფიის და ლიტერატურის შე სწავლას შეუდგა. 1918 წელს ჩამოვიდა საქართველოში და მონაწილეობა მიიღო თურქი დამპყრობლების წინააღმდეგ ბრძოლაში ნატანების ფრონტზე. იმავე წელს დააარსა ჟურნალი „პრომეთე“. 1919 წელს კვლავ დაბრუნდა ბერლინში. დაამთავრა უნივერსიტეტი ფილოსოფიის დოქტორის წოდებით და დაბრუნდა სამშობლოში. აქედან დაიწყო მისი სამწერლო და საზოგადოებრივი მოღვაწეობა. გ. ტაბიძესა და ლ. ქიაჩელთან ერთად რედაქტორობდა ჟურნალ „ლომისს“, გაზ. „ქართულ სიტყვას“. დააარსა საკუთარი გაზეთი „საქართველოს სამრეკლო“, ჟურნ. „ალიონი“. 1922 წლ იდან სათავეში ჩაუდგა „აკადემიური მწერლობის კავშირს“. მისი პირველი ლექსები და კრიტ. წერილები დაიბეჭდა 1909 წელს ქუთაისში. გერმანიაში ყოფნის დროს მასზე ძლიერი გავლენა მოახდინა ექსპრესიონისტულმა მსოფლმხედველობამ. აქედან მოყოლებული. მისი ლირიკა განიმსჭვალა სამყაროს განახლების ექსტაზური გრძნობით („ორი სონეტი გრაფ ცეპელინისადმი“, „ემილ ვერჰარნისადმი“, „ბერლინი“. „ქრისტე პარიზში 1919 წელს“, მარია სტელა“, „ნოემბრის ქარი“ და სხვა). 1924 წელს გამოქვეყნდა გ-ის პირველი წიგნი ექსპრესიონისტული ნოველების კრებული „ქვეყანა, რომელსაც ვხედავ“. ამ ნოველებში არსებითია „სულის აქტივიზმი“, გამოხატული „სიტყვის აქტივობით“. ადამიანის პიროვნების გაუცხოების პრობლემა ექსპრესიონისტული უკიდურესობითაა დასმული რომანში „დიონისოს ღიმილი“ მკვეთრად გამოხატული ესთეტიზმი და ნიცშეანიზმის გავლენა ამჩნევია ნოველებს „პორცელანი“, „ლელა“, „ქალის რძე“ ბევრად აქტუალური და მნიშვნელოვანია მცირე ზომის ექსპრესიონისტული ნაწარმოებები ფოტოგრაფი“, „ტაბუ“, „მშვენიერება“, „დიდი იოსები“, რომელთაც მძაფრი სოც. ეროვნული თვალსაზრისი ასაზრდოებს. ავტოგრაფიული სიმძაფრით შექმნილი „ხოგაის მინდიას“ ძირეული აზრი, ეთიკური გაორება და სულიერი დრამის სათავეები მეტად ახლოა ზემოთ ჩამოთვლილ ნაწარმოებთა ეროვნ. კონცეფციასთან. 1524 წელი. მძაფრი პოლიტიკური თარიღია ქართველი ხალხის ცხოვრებაში. მისი გამოძახილია რომანი „დიონისეს ღიმილი“. „სული ომს უცხადებს თვითმპყრობელ მატერიას, სული ილაშქრებს რეალური ფაქტების წინააღმდეგ ასეთია რომანის მიზანსწრაფვა. „მთვარის მოტაცებაში“ მთელი სიმწვავითაა დასმული პრობლემა ინდივიდის კულტურის შეუთავსებლობისა ახალ კოლექტივის ტურ ნებასთან წარმოსახულია ახალი ადამიანის ჩამოყალიბების მთელი სირთულე, ავტორმა გვიჩვენა რევოლუციურ გარდაქმნათა დრამატული არსი. სტიქიის დარმა შემოტევამ მძლავრად შეძრა საქართველოს ისტორიის არსებობის საფუძვლები და დადგა უკიდურესი გამოცდის დრო. რევოლუციის სტიქიამ მიზანში ამოიღო ქვეყნის ათასწლოვანი ტრადიცია, ყოფა. აღმსარებლობა, ეროვნული კულტურის განუმეორებლობა. გაიმარჯვა ფართო მასების უკიდეგანო სტიქიამ. მწერალს უნდოდა ეჩვენებინა ის, რაც დამარცხდა. რამაც ცხოვრების უკანა პლანზე გადაინაცვლა და რასაც სამუზეუმო ექსპონატის როლი მიუჩინეს. 30 იანი წლების დამდეგისათვის ეს იყო ჭეშმარიტად მოქალაქეობრივი გმირობა. მწერალი აგონებდა მკითხველს, რომ დამარცხებული წარსულის ხელაღებით იავარყოფას საკუთარი სახის წაშლა და ისტ. უსახურობა მოჰყვება, რომ ეკლესიის ბოსლად ქცევა პროგრესის ნიშანი სრულებითაც არ არის. მთავარი პერსონაჟი თარაშ ემხვარი ვერ ურიგდება წარსულმოშლილი სამშობლოს შვილობას. გ-ს ისტორიული რომანებია „დიდოსტატის მარჯვენა“. ტეტრალოგია „დავით აღმაშენებელი“, დაუმთავრებელი რომანი „თამარი.“ 1955 წ. გამოქვეყნდა „ვაზის ყვავილობა“ 1932 წ. გოეთეს საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გამოაქვეყნა „გოეთეს ცხოვრების რომანი“. თარგმნა დანტეს „ღვთაებრივი კომედია“, გოეთეს „ახალგაზრდა ვერთერის ვნებანი“. განსაკუთრებულ შესწავლას ითხოვს 1020 იანი წლების პუბლიცისტიკა: „ტროიანული ცხენი“. „ველიკორუსები და არა რუსები“, „პოეზიის დღე“, „გაორებული საქართველო“, „ეროვნული ყრილობისათვის“, „საქართველოს საკითხი საზღვარგარეთ“, „ძმები ხართ თუ მტრები“, „სპილენძის მხედარი განსაცდელშია“, „ღია წერილი ულიანოვ ლენინისადმი“, „ვინ არის შოვინისტი“, „პასუხი“, „სიტყვები ქართველი ერისადმი“ და სხვა.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9