საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქი, მნიშვნელოვანი სამრეწველო და კულტურული ცენტრი და საკურორტო ადგილი. მსხვილი ნავსადგური შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე. ბაქო-ბათუმის რკინიგზისა და ნავთობსადენის ბოლო პუნქტი. ქალაქის მიდამოებში, მდ. ყოროლისწყლის შესართავთან აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა (გორა, სადაც XI ს.ში „თამარის ციხე“ აიგო) ადასტურებს, რომ მიდამოები ადამიანების მშიერ ათვისებული იყო ჯერ კიდევ ძე. წ. I-I ათასწლეულის მიჯნაზე. ადრინდელ ანტიკურ ხანაში აქაურ მოსახლეობას ფართო სავაჭრო ურთიერთობა ჰქონდა მეზობელ და მორეულ ქვეყნებთან. ძვ. ბერძნები ამ პუნქტს „ბათუმის“ სახელით იცნობდნენ (პირველად მოხსენიებულია არისტოტელესთან). მომდევნო ხანის ბერძენი და რომაელი ავტორები ამ სახელით მხოლოდ მდინარეს იხსენიებენ. რომის იმპერატორ ადრიანეს დროს (ახ. წ. II ს.) ბ.-ის ტერიტორიაზე რომაელთა სამხედრო სადგური იყო. სხვა 'ზღვისპირა პუნქტებისაგან განსხვავებით ბ. დაწინაურებული იყო, რასაც ხელს უწყობდა მისი მდებარეობა. ბ-ის ციხის გარშემო სოფლის ტიპის დასახლება იყო. XIII ს. დასასრულსა და XV ს. დასაწყისში ბ. ოდიშის მთავრებს დადიანებს ეკუთვნოდა. საქართველოს სამეფოს სამთავროებად დაშლის შემდეგ გურიელების სამფლობელო იყო, მაგრამ ქალაქი ოსმალებმა დაიკავეს. 16იე წელს მამია გურიელმა გაანადგურა ოსმალთა გარნიზონი, მიუხედავად ამისა ოსმალები დაეუფლენ ბათუმს. ვახუშტის მიხედვით, XVIII ს.-ში ბ. მცირე ქალაქი იყო, რომელსაც საუცხოო ციტადელი ჰქონდა. ბერლინის ტრაქტატით 1878 წელს ბ. რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა. 1878-1880 წლებში ბ.-ის ნავსადგური გამოცხადდა პორტო-ფრანკოდ (უცხოური საქონლის უბაჟოდ შემოტანა-გატანის უფლების მქონე ნავსადგურად), რამაც ხელი შეუწყო ქალაქის ზრდას. 1883 წ. ბაქო-ბათუმის რკინიგზის გაყვანის, ნავსადგურის რეკონსტრუქციისა და ბაქოსთან ნავთობსადენი მილით დაკავშირების შედეგად (1897-1907) ბ. შავიზღვისპირეთის მნიშვნელოვანი ნავსადგური გახდა. 1918 წ. ბ. ინგლისელმა ინტერვენტებმა დაიკავეს. 1920 წ. ინგლისელებმა დატოვეს ქალაქი. მენშევიკურ მთავრობასთან შეთანხმებით, 1921 წელს ბ. თურქებმა დაიკავეს, მაგრამ 19 მარტს ქალაქში წითელი არმიის ნაწილები შევიდნენ და იგი აჭარის ასსრ დედაქალაქი გახდა.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3