(ქსე) ფრანგი მწერალი, I მსოფლიო ომის წლებში (1939- სამხედრო მფრინავი იყო. დაიღუპა სადაზვერვო ფრენის დროს. 1920 წ. გამოაქვეყნა პირველი მოთხრობა „მფრინავი“. მის ცნობილ რომანებში: „სამხრეთის საფ-ოსტო“ (1920 წ.), „ღამის გაფრენა“ (1931წ.) ფემინის პრემია), „ადამიანთა მიწა“ (1039 წ. ფრანგ. აკად დიდ ლიტ.პრემია) ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს დოკუმენტური რეპორტაჟი და ლირიკა ფსიქოლოგიური ანალიზი და ფილოს. მსჯელობა ადამიანის დანიშნულებაზე. მისი სტილისტური ხელწერა ლაკონური და მკაცრია; მოულოდნელი ასოციაციები ენაცვლება ცოცხალ მეტაფორებს, მოსწრებულ აფორიზმებს. ამ ნაწარმოებებში ურთულესი ფილოს. და ეთიკური პრობლემები მჭიდროდაა დაკავშირებული სახეთა მთელ სისტემასთან და ნათელი, გამჭვირვალე ფორმით ვლინდება. სიუჟეტური ეპიზოდები მოჰყვება ავტორის ფიქრებს და მსჯელობებს თავისებური პოეტური პროზა ენაცვლება ცოცხალ დიალოგებს, საყოველთაო აღიარება მოიპოვა ს.-ის ალეგორიულმა ზღაპარმა „პატარა უფლისწული“ (1943 წ.).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3