სა სე სვ სთ სი სკ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სძ სხ სჯ
სევ სელ სემ სენ სეპ სერ სეფ სექ სეხ

სერაპიონ ზარზმელი

IX ს. ქართველთა საეკლესიო მოღვაწე,ზარზმის მონასტრის დამაარსებელიდა პირველი წინამძღვარი (აქედან მიიღო ზედწოდება – ზარზმელი). მისი ცხოვრება-მოღვაწეობა აღწერა ბასილი ზარზმელმა. ს. ზ. წარმოშობით სამხ.საქართველოდან – კლარჯეთიდან იყო. ადრე დაობლდა, როცა წამოიზარდა,მიატოვა სახლი და დაემკვიდრა პარეხის მონასტერში, დაემოწაფა მიქაელ პარეხელს. პარეხში ს. ზარზმელმა ბრწყინვალე საეკლესიო განათლება მიიღო; შემდეგ მიქაელის დავალებით გაემგზავრა სამცხეში თავის ძმასთან იოვანესთან და ოთხ სხვა თანამოღვაწესთან ერთად. იქ დააარსა ზარზმის მონასტერი შემდგომში ქართული კულტურის მნიშვნელოვანი კერა, სადაც მოღვაწეობდა ღრმა მოხუცებულობამდე და სადაც არის დაკრძალული.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9