ქა ქე ქი ქნ ქო ქრ ქს ქუ ქც
ქედ ქევ ქეთ ქეი ქერ

ქერუბიმი

მითოლ.
ებრ. ხარი
უმაღლესი რანგის ანგელოზი. პირველი მნიშვნელობით მითიური ცხოველი. ებრ. სიმბოლიკაში: ადამიანის, ხარის, ლომის და არწივის გარეგნობისა. ძალისა და ძალაუფლების სიმბოლო, სამოთხის მცველი. ისე იცავდა იგი ედემს, როგორც გრიფები ოქროს. შემდეგ იეჰოვას ტახტის ტარება დაეკისრა, იყო შავი ქ.-ი ჯოჯოხეთისა (დანტე); ბოლო გაგებით ესაა ბიბლიური ანგელოზი (სერაფიმის „სხივოსნის“ მაგვარი), უფრო კი პატარა ანგელოზი, ბიჭი ან გოგო.
 
ამ გაგებით მიახატა რაფაელმა მშვენიერი ხუჭუჭთმიანი ბიჭუნები სიქსტინის მადონას („ქერუბიმების მომესმის გლოვა“).
„ფაქიზი იყო შორენა, როგორც ქერუბიმის ფრთენი და სევდიანი როგორც ყინწვისის ანგელოზი" („დიდოსტატის მარჯვენა" - კ. გამს.).
იხ. აგრეთვე: სერაფიმი
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9