ესპანელი მწერალი, დაიბადა გაღარიბებული იდალგოს მრავალშვილიან ოჯახში, მოწაფეობის პერიოდში შეუთხზავს პირველი ლექსები. 1589 წელს რომში გაჰყვა პაპის საგანგებო ელჩს. იტალიაში დაიწყო სამხედრო სამსახური, სადაც 5-6 წელი დაჰყო.გაეცნო ქვეყნის კულტურას, შეისწავლა ის, გაიღრმავა ჰუმანისტური ცოდნა. 1571 წელს მონაწილეობდა თურქებთან ბრძოლაში. მძიმედ დაიჭრა მკლავში და ხეიბარი დარჩა, სამშობლოში რომ ბრუნდებოდა მეკობრეებმა ჩაიგდეს ტყვედ და მონად მიჰყიდეს ალჟირის ფაშას. 5 წლის მძიმე ტყვეობის შემდეგ მშობლებმა გამოისყიდეს. ოჯახის სიღატაკემ კვლავ აიძულა ს. ჯარში ემსახურა, მადრიდში დაიწყო პიესების წერა, მაგრამ სიღარიბემ და დამცირებამ დაათმობინა ლიტ-ული ასპარეზი. 1587 წელს გადასახლდა ანდალუსიაში, სადაც „უძლეველი არმადისათვის“ სურსათის შემგროვებელ სააგენტოში კომისრად მსახურობდა. მოიარა მრავალი ქალაქი და სოფელი. გაეცნო ესპანეთის ყველა «ენისა და კუთხის ყოფას, ზნე-ჩვეულებებს; უჭირდა ხარკის აკრეფა ანგარიში ეშლებოდა, ედებოდა ვალები ამიტომ სამჯერ ციხეში ჩასვეს, ბოლოს ნახევრად მონაზვნური რელიგიური ძმობის წევრი გასდა, სიკვდილის წინ კი „სრული ხელდასსმა“ მიიღო და მონასტერში ძმობის ხარჯზე დაასაფლავეს. მისი საფლავი დაკარგულია. პორტრეტს ჩვენამდე არ მიუღწევია, ხოლო ის, რაც ახლა მის პორტრეტად არის მიჩნეული, ინგლისელ მხატვარს ე. კენტს დაუხატავს „სამოძღვრებო ნოველების“ პროლოგში მწერლისაგე საკუთარი გარეგნობის აღწერის საუუძველზე. ეპოქა, რომელშიც სერვანტესი ცხოვრობდა ესპანეთის კულტურის ისტორიაში „ოქროს საუკუნის“ სახელით არის ცნობილი. ამ ეპოქის უდიდესი მოვლენაა სერვანტესის 'შემოქმედებაც.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3