განიერლულიანი, მხარზე სატარებელი თოფის ერთ-ერთი ძვ. სახეობა. ს.-ს სროლისას სპეც. შტატივზე (ორკაპი, კაკვი) ამაგრებდნენ. შტატივს ქვეითნი მიწაზე აყრდნობდნენ ხოლო მხედრები უნაგირის კეხზე მართავდნენ. ს.-ს ადრე წამლითა და ქვით, ხოლო მომდევნო ხანებში ტყვიით ტენიდნენ და ლულიდან ან ლულის ქვედა ნაწილში დატანებული ხვრელიდან უკიდებდნენ ცეცხლს. XVI ს. I ნახ. ს.-ს უკეთებდნენ სასხლეტ რესორზე აგებულ ჩახმახს “უფრო მოგვიანებით კი – კაჟის ბატარეას.
- „დაბალ ბოძზე ჯვარივით გახიდულა გადატეხილი სიათა თოფი.“ („ჯაყოს ხიზნები“ მ.ჯავახ.).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3