აღმოსავლური ცალხმიანი ჰანგი. ანდ. ჭილაიას განმარტებით, ბ. ზოგის აზრით თურქული სიტყვიდანაა წარმომდგარი; ბაიათ - შვიდეული. აღმოსავლური სალექსო ფორმა, ოთხტაეპოვანი, რვა სტროფიანი ლექსი, ტაეპი შვიდმარცვლიანია. I, II და IV ტაეპი გარითმულია ერთმანეთთან; III ტაეპი გაურითმავია. ასეთი ლექსი ფეხს იკიდებს XVIII ს.-ში.
- „მელნის ტბისა მორევსა მზე მშვენებით მორევსა/ჩემის სევდის სალბუნსა/თავის ხელით მორევსა.“ (ბესიკი).
- „გულმან მითხრა:ადეო/რაღად მოიცადეო?/თუ არა იქ, ვით იქნა,/ რაც რომ დაიქადეო?“ (დ. გურ.) „ყოველგვარი „მუხამბაზი,“ „ჯანყუში“ და „ბაიათი“ სპარსულ-ოსმალურია“ („არსენა მარაბდელი“ მ. ჯავახ.).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3