სა სე სვ სთ სი სკ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სძ სხ სჯ
სია სიგ სით სიმ სინ სიო სიპ სირ სის სიუ სიქ სიყ სიძ

სიმბოლიზმი

ბერძნ.
ნიშნავს პირობით ნიშანს. ს ლიტ. მიმდინარეობაა იგი წარმოიშვა საფრანგეთში. ზოგჯერ მოდერნიზმს ან ნეორომასტიზმს უწოდებენრ. ს.-ის განმსაზღვრელია სინამდვილის უარყოფა, ხელოვნებისა და სინამდვილის გათიშვა ერთმანეთისგან. სიმბოლისტის აზრით ხილული ქვეყანა უხილავი იდეების უხეში ანარეკლია, მიღმა (იდეური, ოცნების ღვთის მსახურებრივი სამყარო), ქვეყანა კი ოცნების, მშეენიერების უცნაური სფეროა, რომელთანაც მიახლოება სიმბოლოების საშუალებით ხერხდება. მიღმა, ანუ იდეალისტური ქვეყანის გონებისათვის მიუწვდომელია. მხოლოდ სიმბოლოებს, პირობით ნიშნებს გადავყავართ იმ ქვეყანაში. პოეტმა ამ სიმბოლოებით უნდა დაამყაროს კავშირი რეალურ და ირეალურ ქვეყანას შორის. ეს ქვეყანა უვარგისია, ცხოვრება გვდევნის, ამიტომ ამქეეყნიური სინამდვილე კი არ არის საინტერესო, არამედ ის, რაც მას ჰგავს, პირობითი ნიშანი ანუ სიმბოლო. ს, როგორც დეკადენტობის მკაფიო გამოხატულება ემყარება თეორიას „ხელოვნება ხელოვნებისათვის“, ქადაგებს მისტიციზმს ინდივიდუალიზმს, ეროტიზმს.
 
„გ. ტაბიძე თავისი პოეტიკით მჭიდროდ არის დაკავშირებული იმ მიმდინარეობასთან, რომელიც მროცე საუკუნის ლიტერატურაში სიმბოლიზმის–ს სახელით არის ცნობილი“ (გ. ახათ.) „ალ. ბლოკი წერდა: სიმბოლისტი პოეტი არის, უპირველეს ყოვლისა. მფლობელი საიდუმლო ცოდნისა რომლის თანახმად ხდება მისი საიდუმლო მოქმედებაა ამე საიდუმლოს, რომელსაც შემდეგ იგებს ქეეყანა ის უცქერის როგორც თავის საკუთრებას. ეს არის მისი პოეტური საუნჯე. სიმბოლისტების ამ რწმენას მთლიანად იზიარებს გ.ტაბიძე ლექსში „მე და ღამე“ (ს. ჭილაია, გ.ტაბიძე, ტ. L 1966 წ.)
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9