სა სე სვ სთ სი სკ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სძ სხ სჯ
სია სიგ სით სიმ სინ სიო სიპ სირ სის სიუ სიქ სიყ სიძ

სინის მთა

ძვ. ქართული მწიგნობრობის კერა საზღვარგარეთ. მდებარეობს არაბ. ნ.-კ-ის დას.-ით,სინის ნ.-კ.-ის სამს. სექტორში. სინის მთის ეკატერინეს მონასტერში (ზღვის დონიდან 1528 მ. დაარსებულია IV ს.) უძველესი დროიდან მოღვაწეობდნენ ბერძნები, სირიელები, ქრისტიანი არაბები, ქართველები და სხვა. იქ დაცულია ბიზანტ. ხელოვნების უმდიდრესი კოლექცია თითო-ოროლა ქართველი სინის მთაზე VI ს.-დან ცხოვრობდა .ქართველთ სათვისტომო კი – IX ს.დაარსდა. X ს, არაბთა ძალმომრეობით შეწუხებულმა და პალესტინის სავანებიდან იქ გადახვეწილმა ქართვ. ბერებმა სინის მთაზე მწერლობის მძლავრი კერა შექმნეს, ისინი არსებითად პალესტინის ქართ. კულტ. ტრადიციებს აგრძელებდნენ. იქ საქმიანობდნენ მწიგნობრები, პოეტები, კალიგრაფები, წიგსთა მმოსველები (იოანე მინჩხი, იოანე ზოსიმე, იოანე კუმურდოელი, მიქაელ კათამონელი, კვირიკე მიძნაძორელი, ეზრა ქობულეანისძე და სხვა).მათი ერთობლივი მოღვაწეობის შედეგად შეიქმნა უაღრესად მდიდარი და მრავალფეროვანი წიგნსაცავი, რომელიც ნათლად წარმოაჩენს იქაურ ქართველთა მრავალფეროვან ლიტ.ინტერესებს, X ს. მათ ჰქონდათ არამხოლოდ ბიბლიოთეკა, არამედ სამკითხველო დარბაზი და სპეც. კატალოგიც. სინის მთის ქართ. ხელნაწერებიდან ზოგი დღესაც იქ არის დაცული, ზოგი კი თბილისი, სანკტ-პეტერბურგის, პრაღის, გრაცის, აშშ-სა და სხვა ბიბლითოთეკებში ინახება.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9