სიონის ღვთისმშობლის მიძინების საპატრიარქო ტაძარი, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი თბილისში მტკვრის მარჯ. ნაპირზე. ჯვაროვან-გუმბათოვანი ტაძარი. ისტ. ცნობების თანახმად, ქართლის ერისმთავრებს VI ს. II ნახ. დაუწყიათ საეპისკოპოსო კათედრალის–დიდი ეკლესიის ანუ სიონის მშენებლობა.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3