ზღვის არსება, რომელიც თავისი სიმღერით ხიბლავდა, სახიფათო ადგილებში იტყუებდა და ღუპავდა მეზღვაურებს. წარმოდგენილი ჰყავდათ ქალისთავის მქონე ფრინველის ან თევზის სახით. სირინოზის ხმა - მომხიბლველი, მომაჯადოებელი ხმა.
- „მარტო ერთნი სირინოზნი იმ აკვანს გარს ეხვევიან მარტო იგინი გრძნეულნი დასტრფიან და დამღერიან“ („ბაზალეთის ტბა“ – ი.ჭავჭ.).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3