სა სე სვ სთ სი სკ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სძ სხ სჯ
სია სიგ სით სიმ სინ სიო სიპ სირ სის სიუ სიქ სიყ სიძ

სიუჟეტი

ფრანგ.
საგანი (ქსე) ნაწარმოების ფაბულის მხატვრული დამუშავება მისი ესთეტიკური ორგანიზაცია და დროსა და სივრცეში გაშლა. ს.-ს შეიძლება ვუწოდოთ ფაბულის გაცოცხლება, მისი დამოუკიდებელი მოძრაობა. ს. მოიცავს ამბებს, ეპიზოდებს, სცენებს, სიტუაციებს თავგადასავალს ხასიათთა ჩამოყალიბებას მოტივების სისტემას. ს.-ში უკავშირდება პერსონაჟი ამბავს, სხვა პერსონაჟს ან პერსონაჟებს და ეს ნიშნავს მასში ადამიანთა ურთიერთობს გამოხატვას ს.-ში მოცემული იყოს ერთი ამბავი, შეიძლება ერთზე მეტიც. ზოგი მკვლევრის აზრით, ს. გამოხატავს „სინამდვილის კონცეფციასაც“, რაც არ არის სწორი, რადგან ავანტიურისტულ, დეტექტიურ, რომანტიკულ და დეკადენტურ ნაწარმოებებში არ იხატება, ან ნაკლებად იხატება „სინამდვილის კონცეფცია“. ხშირად ძნელდება კვანძის შეკვრის მომენტის მოძებნა ნაწარმოებში, რადგან ფაბულური დრო ყოველთვის არ ემთხვევა სიუჟეტურ დროს. ამ მომენტის მიგნება გადამწყვეტ როლს თამაშობს მწერლის მიერ არჩეული მზაკვრული იდეის გარკეევაში. [„ხევისბერ გოჩაში“ მოქმედების შეუნელებელი დინამიკა მკითხველს აიძულებს, შეუნელებელი ინტერესით მიჰყვეს სიუჟეტის განვითარებას (სასკ. სახ-ლო).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9