გა გგ გე გვ გზ გი გლ გმ გნ გო
გაბ გაე გავ გაზ გათ გაი გაკ გალ გამ გან გაპ გარ გატ გაუ გაფ გაც გაწ

განხეთქილების ვაშლი

მითოლ.
მითიური ოქროს ვაშლი ზედ წარწერით „უმშვენიერესს.“ განხეთქილების ქალღმერთმა ერიდამ შეაგდო პელევსისა და თეტიდას ქორწილში, განრისხებულმა იმით, რომ თვითონ არ დაპატიჟეს. ქორწილში იმყოფებოდნენ რჩეულნი: ჰერა, ათენა და აფროდიტე. რომელს უნდა რგებოდა ერიდას ვაშლი? დავის გადასაწყვეტად ტროის მეფისწულს პარისს მიმართეს. აფროდიტემ მსაჯული დაიმარტოვა და აღუთქვა: ულამაზეს ქალს შეგრთავო, რითაც ვაშლი დაისაკუთრა; სამაგიეროდ პარისს დაეხმარა, რომ მენელაოსის ტურფა მეუღლე ელენე ტროაში წაეყვანა ამას მოჰყვა დიდი განხეთქილება და ტროას ომი, რაც მხოლოდ მეათე წელს დასრულდა – ქალაქ ის დანგრევით. გ. ვ. იქცა ხატოვან გამოთქმად, არევდარევის დაპირისპირების საბაბის მნიშვნელობით.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9