გა გგ გე გმ
გაბ გაე გავ გაზ გათ გაი გაკ გალ გამ გან გაპ გარ გატ გაუ გაფ გაც გაწ

გაპიროვნება

ტროპის სახე. მხატვრული გამოსახვის ხერხი, რომლისთვისაც დამახასიათებელია საგნებისა და მოენათვლინებინა ადამიანური თვისებების მიწერა, უსულო და სულიერი საგნების გაადამიანება.
 
„სოფლის თავს სძინავს შავს ნისლსა/დაფიქრებულის სახითა“. „დღემ დაიხურა პირბადე, მთებმა დახუჭეს თვალები“.
„ქარი ქვითინებს.. ღრუბელთა ზარი თქვეს შესაზარები“ (ვაჟა). უსულო საგანი გაპიროვნებაში წარმოდგენილია, როგორც ადამიანი, რომელიც გრძნობს, მსჯელობს, მოქმედებს. გაპიროვნება ძალიან ახლოსაა მეტაფორასთან განსხვავება ისაა, რომ გაპიროვნებაში ერთი საგნიდან მეორეზე გადატანილია მხოლოდ ადამიანური თვისებები გაპიროვნებას განსაკუთრებული ადგილი უკავია ხალხურ სიტყვიერებაში. გაპიროვნების კლასიკური ნიმუშებია ვაჟა ფშაველას „შვლის ნუკრის ნაამბობი“, „მთის წყარო“, „ჩხიკვთა ქორწილი“.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9