სა სე სვ სთ სი სკ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სძ სხ სჯ
სტა სტე სტვ სტი სტო სტრ

სტილი

(ანდ. ჭილ.) არის შემოქმედის ინივიდუალური ხელწერა, მხატვრულ-გამომსახველობითი ხერხების, სახეობრივი სისტემის ერთიანობა, ამა თუ იმ მხატვრული მიმართულების აღმნიშვნელი ტერმინი , თავდაპირველად ეწოდებოდა მახვილწვეტიან ჯოხს, რომლითაც ძველი ბერძნები და რომაელები წერდნენ გასანთლულ დაფაზე. განვითარების შემდეგ საფეხურზე სტილი ლამაზ ხელს, ნაწარმოების კალიგრაფიულ ხასიათს აღნიშნავდა, რითაც ცნობდნენ, ასხვავებდნენ ამა თუ იმ პირის ხელნაწერს. სტილი იმთავითვე დამწერლობასთან არის დაკავშირებული. სტილის სამწერლობო ფუნქციის საფუძველზეა წარმოშობილი საენათმეცნიერო და პოეტური სტილისტიკა რომელთა შინაარსი განპირობებულია აზრის ენობრივი გამოსახვის სხვადასხვა ფორმის არსებობით. სტილი არის იდეურ-თემატური, ენობრივი და მხატვრული გამოსახვის ყველა კომპონენტის ერთიანობის გამოვლენის თავისებურება, ნიშან-თვისებათა |ერთობლიობა, სტილი მწერლის, მხატვრის, კომპოზიტორის, არქიტექტურისა და სხვათა შემოქმედებისათვის დამახასიათებელ ნიშან-თვისებათა ერთგვარობას გამოხატავს ყოველთვის. სტილში წარმოდგენილია ხელოვანის იდეური მრწამსი, ესთეტიკური შეხედულება, გამოსახვის მხატვრული სისტემის ხასიათი, თავისებურება შემოქმედისა.ყველა მწერალს აქვს თავისი სტილი, რომელიც შეიცავს: ა)იდეური მისწრაფების შინაარსს, იდეურ რწმენას; ბ)გამოსახვის საშუალებათა თავისებურებას, შემოქმედის ინდივიდუალობას, წერის ოსტატობას, რომელიც შემცველია ისეთი ნიშანთვისებებისა, რომელიც არ გააჩნია მეორე მწერალს. მაგ.,ი.ჭავჭავაძე, აკ. წერეთელი იდეურად, შემოქმედების მოტივებით ერთ პოზიციაზე დგანან, მაგრამ განსხვავებული აქვთ სამწერლო ენობრივი სტილი. ასეთივე მიმართებაა ალ. ყაზბეგისა და ვაჟა-ფშაველას და სხვა მწერალთა შორის. ამ ინდივიდუალურობის გარეშე არ წარმოიდგინება არც ერთი მწერალი თუ შემოქმედი. მაღალი იდეებისა და კეთილშობილური აზრის მწერალი, რომელსაც აღვსილი მხატვრული ალღო, სიტყვათა და წინადადებათა პოეტური ორგანიზაციის ძალა, შესწევს ამბის თხრობის, სიუჟეტის მსატერული გაშლის ოსტატობა, ქმნის თავის სტილს, ზოგჯერ წარმტაცსა და მიმზიდველს (კ. გამსახურდია, გ. ტაბიძე). ეს იქნება იდეურისა და მხატვრულის ერთობლიობა. ქმნის ახალ სტილს, სათავეში ჯდება ახალ ლიტერატურულ მიმართულებას, მაგრამ ყოველიეე ეს განპირობებულია მწერლის ნიჭით, ეპოქის ვითარებით. სტილი იცვლება ეპოქის ხასიათის შესაბამისად. სტილი არაა მხოლოდ ლიტერატურისა და ხელოვნების კუთვნილება. მას ფართოდ იყენებენ საზოგადოებრივი ცხოვრების სფეროში და სიტყვათხმარებაში წარმოდგენილია ასეთი ფორმით: კლასიკური სტილი, ბიზანტიურისტილი, ქართული სტილი და სხვა. ყოველი სტილი, რა სფეროსაც უნდა განეკუთვნებოდეს იგი, წარმოადგენს ნიშანთვისებათა ერთგვარობის გამოხატულებას. მაგ. ნაციონალური სტილი ლიტერატურისა, ხელოვნებისა, არქიტექტურისა, ჩაცმულობისა თუ სუფრისა და ლხინისა შეიცავს ქართული კულტურისა და ქართველი ხალხის ყოფისა და ტრადიციებისათვის დამახასიათებელ თვისებათა ერთობლიობას, ასევე ეპოქის სტილი შეიცავს ეპოქისათვის დამახასიათებელ ნიშან-თვისებათა ერთგვარობას.– სტილი თვითონ ადამიანია – ბუნსებისმეტყველმა ბიუფონმა. ეს გამოთქმა გავრცელდა მთელს მსოფლიოში და მიუთითებს იმაზე, რომ სტილი გამოხატავს ადამიანის ინდივიდუალურ ნიშან თვისებას რომ იგი გარკვეული მთლიანობაა, რომელიც მჭიდრო კავშირშია ადამიანის ყოფასთან.რაკი სტილის ცნება და შინაარსი მწერლობის ლიტერატურის მცოდნეობის, ხელოვნებისა და ესთეტიკის სფეროს განეკუთვნება, მისი სასიათის განსაზღვრასა და გააზრებაში ყველაზე უფლებამოსილია ლიტერატურისმცოდნეობა და ესთეტიკა სტილი იდეურ-შინაარსეული და მხატვრული გამოსახვის საშუალებათა მთლიანობაა მწერლობაში, ხელოვნებაში; იგი გამოხატავს სპეციფიკურ საშუალებათა მხატვრული კანონზომიერების ერთობლიობას. ამრიგად, სტილი, შინაარსეული და მხატვრულ გამომხატველობით საშუალებათა ერთობლიობაა.
 
„ახალი ლიტერატურული სტილის წარმოშობასა და განვითარებას ხელს უწყობს საზოგადოებრიე-ეკონომიკური სასიათის მოვლენები" (სასკ.სახ–ლო)
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9