სა სე სვ სთ სი სკ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სძ სხ სჯ
სუბ სუდ სუვ სუზ სუკ სულ სუმ სუნ სურ სუს სუფ

სული

ღვთაებრივი საწყისი, რომელიც ადამიანს ღმერთთან ანათესავებს. გამოვლინდება გონიერებაში თავისუფლებასა და უკვდავებაში. სული ესაა ადამიანის ფსიქიური მოქმედების განსახიერება ზებუნებრივი უხილავი ძალა. (ბიბლ. ენც.) ბიბლიაში ადამიანი განხილულია როგორც ერთი მთლიანი, მასში არაფერია ნათქვამი „უკვდავ სულზე“, რომელიც ჩაკეტილია ხრწნად, ცოდვილ სხეულში. ეს იდეა, რომელსაც მრავალი ქრისტიანი იზიარებდა ნასესხებია ბერძნული ფილოსოფიიდან. ძველ აღთქმაში სულში იგულისხმება მთლიანად ადამიანი.
 
როდესაც ფსალმუნის მგალობელი ამბობს „ადიდე, სულო ჩემო, უფალი“, ის მოუწოდებს მთელ თავის არსებას თავის თავს, მიაგოს უფალს ქება-დიდება.ახალ აღთქმაშიც ამავე მნიშვნელობით იხმარება. ეს სიტყვა გვიჩვენებს, რომ ადამიანი რაღაც უფრო დიდია, ვიდრე უბრალოდ ხორცი. ფიზიკური სხეულის გარდა ის ფლობს ცნობიერებას, ნებასა და პიროვნებას.
იესო ამბობს: „ნუ გეშინიათ მათი, ვინც სხეულს კლავს, სულის მოკვლა კი არ ძალუძთ; უფრო მეტად მისი გეშინოდეთ, ვისაც სულის დაღუპვა შეუძლია გენიაში და სხეულისაც, ახალ აღთქმაში ფიზიკურ სხეულს დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ჩვენი სხეული სულის ტაძარს წარმოადგენს. ამიტომ ჩვენ ვალდებული ვართ იგი ღვთის განდიდებისათვის გამოვიყენოთ.“
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9