(1807-1888) — (ქსე) იტალიის სახალხო გმირი, გენერალი. XIX- ის იტალიის ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის მოღვაწე. გამოდიოდა იტალიის „ქვემოდან“ გაერთიანების პროგრამით. 1034 წ. მის მიერ მოწყობილი შეთქმულება ჩაიშალა. იგი იტალიიდან გაიქცა. დაუსწრებლად მიუსაჯეს სიკვდილი. 1870 წ. დაბრუნდა იტალიაში, შექმნა მოხალისეთა რაზმი და მონაწილეობდა ავსტრია-იტალიის ომში. 1859-1880 წწ. იტალიის რევოლუციის დროს სარდლობდა „წითელხალათიანთა“ ლეგენდარულ „ათასეულს.“ სიცილიაში დაამყარა რევოლუციური დიქტატურა, გაატარა გლეხებისათვის სასარგებლო მრავალი ღონისძიება. ტრიუმფით შევიდა ნეაპოლში. ეს იყო რევოლუციური გზით იტალიის „ქვემოდან“ გაერთიანებისათვის სახალხო ბრძოლის ყველაზე დიდი წარმატება. გ.ის თავდადებულმა ბრძოლამ თავისუფლებისათვის უდიდესი ზემოქმედება მოახდინა განმათავისუფლებელ მოძრაობაზე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი სახელი თავისუფლების სიმბოლოდ იქცა. დიდი პოპულარობით სარგებლობდა გ XIX ს.ის საქართველოში. (ახალგაზრდა ი. ჭავჭავაძეს, აკ. წერეთელს, პ. უმიკაშვილს სურდათ იტალიაში წასვლა და მის რაზმში ჩაწერა) „ილია ჭავჭავაძემ თავისი ლექსი „მესმის, მესმის“ მიუძღვნა იტალიის ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის ბელადს ჯუზეპე გარიბალდის“ (სასკ. სახ.ლო).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3