ქართული სამართლის ძეგლი. მეფის ხელისუფლებისა და სამეფო კარ ის წესდებულება. შედგენილი უნდა იყოს XIV ს.ში. ჩვენამდე მოაღწია XVII ა ს ერთ-ერთმა ხელნაწერმა ძეგლი იპოვა და პირველად გამოსცა ე. თაყაიშვილმა. ძეგლში აღნუსხულია ვაზირთა და სხვა მოხელეთა უფლება მოვალეობანი, აღწერილია ვაზირობისა და დარბაზობის წესრიგი. აგრეთვე დიდი დღესასწაულების წესები. მის მიხედვით, მეფე ზებუნებრივი არსების ნიშნებით არის დაჯილდოებული; იგი ღვთის სწორია. ამის გამომხატველია სასახლეში მიღებული წესჩვეულებები მეფის მორთვა მოკაზმვა, საპატიო პირთა მიღება და სხვა. ძეგლის მიხედვით, მეფე უდგას სათავეში ყოველგვარ საეკლესიო და საერო საქმიანობას. „გარიგებაში“ წარმოდგენილი ეს გაღმერთება მეფისა ძლიერი მეფის ხელისუფლების იდეის გამოძახილია. ძეგლის მიხედვით დარბაზს იწვევდნენ: „დიდის წესითა“ განსაკუთრებული მნიშვნელობის საკითხების გადასაწყვეტად (მეფის ტახტზე ასვლა, ომის გამოცხადება, ზავის დადება, კანონის მიღება), ანდა დიდი საეკლესიო დღესასწაულების დროს, უცხოელი სტუმრების აუდიენციისას; ხოლო „უმცროსითა წესითა“ სავარაუდოა, სასწრაფო საკითხების მოსაგვარებლად. ძეგლში მოცემულია მაშინდელი მთავრობის სავაზიროს მუშაობის განაწესი. სავაზირო პროგრესული დაწესებულება იყო და მისი სხდომები მტკიცედ იყო რეგლამენტირებული როცა სავაზიროს მეფე ესწრებოდა, მაშინ სხდომა მას მიჰყავდა ჩვეულებრივ კი სავაზიროს თავმჯდომარე. მწიგნობართუხუცეს ჭყონდიდელი იყო ადგილისა და პატივის მიხედვით სხდომაზე ვაზირები ასეთი თანრიგით იყვნენ წარმოდგენილი მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი, ათაბაგი, ამირსპასალარი, მანდატურთუხუცესი და მსახურთუხუცესი. სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე სათათბირო ხმის უფლებით ამილახორი ამირსპასალარის თანაშემწე), ამირეჯიბი (მანდატურთუხუცესის თანაშემწე) და მწიგნობარი, რომელსაც სავაზიროს დადგენილების დაწერა ევალებოდა. ძეგლში წარმოდგენილია ადგილობრივი მმართველობის ორგანოები, უმაღლესი სასამართლო დაწესებულება, ე. წ. საოჯახო კარი, რომლის თავმჯდომარე იყო მწიგნობართუხუცეს ჭყონდიდელი, მოძღვართმოძღვრის ინსტიტუტი, რომლის შესახებ არც ერთ სხვა წყაროს არ შემოუნახავს რაიმე ცნობა ადრე მოსწყინდა მეფეს დარბაზობის გრძელი ცერემონიები და ხელმწიფის კარის გარიგების სასტიკი ეტიკეტი“ („დიდოსტატის მარჯვენა“ – კ. გამს.).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3